თავში

რას მოიცავს შრომის კოდექსის ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა

რას მოიცავს შრომის კოდექსის ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიცი
რას მოიცავს შრომის კოდექსის ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა

ხელფასის გადაცილების შემთხვევაში დამსაქმებელმა პირს ანაზღაურების 1%-ი დანამატის სახით უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდაშვილმა პარლამენტს მიმართა.

საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, ხელფასის გადაცილების შემთხვევაშიდანამატი განისაზღვროს ანაზღაურების 1%-ით, ნაცვლად დღეს არსებული - 0.07%-სა.

საკანონმდებლო ინიციატივა ასევე მოიცავს: 

  • მინიმალური, საათობრივი დაუბეგრავი ხელფასის დაკანონებას;
  • ღამის ცვლაში გაორმაგებულ საათობრივ ანაზღაურებას;
  • ხელფასის ორ კვირაში ერთხელ გაცემას;
  • ფულადი ჯარიმების აკრძალვას;
  • სავალდებულო სტუდენტურ სამუშაოს;
  • ასაკობრივი ზღვარის გაუქმებას და სხვ.

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვაჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთაკომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმაპარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system