თავში

რას მოხმარდება აჭარაში საგანგებო ბიუჯეტის რესურსი

რას მოხმარდება აჭარაში საგანგებო ბიუჯეტის რესურსი
რას მოხმარდება აჭარაში საგანგებო ბიუჯეტის რესურსი

აჭარის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარარული სექტორის მხარდასაჭერად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. პირველ რიგში, ფინანსური რესურსი საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას და სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობას მოხმარდება. ამის შესახებ report.ge-ს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშეძემ აცნობა. 

მისი ინფორმაციით, აგროსექტორის ძირითადი გამოწვევაა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდეს, რის პოტენციალიც დიდია რეგიონში.

,,აჭარის მთავრობის საგანგებო ბიუჯეტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ფერმერების ინტერესი, განსაკუთრებით იმ სექტორში, ვინც საგაზაფხულო სამუშაოებს ეწევა. ვცდილობთ, ყველა ფერმერს დავეხმაროთ, რომ დროულად მოახდინონ საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება და ხვნა-თესვა დროულად ჩატარდეს. რეგიონისთვის სერიოზული გამოწვევაა ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის შექმნა და სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა, რაც იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობას მოგვცემს. ამ მხრივ აქცენტი გაკეთდა ბოსტნეულ კულტურებზე, როგორიცაა კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი და მწვანილი. ვფიქრობთ, ზაფხულისთვის ჩვენ გვექნება ძირითადი მარაგი, რომ აჭარის გარკვეული ნაწილი ამ პროდუქციით დავაკმაყოფილოთ. ამით ჩვენ ნელ-ნელა შევამცირებთ იმპორტს, რასაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდანაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა", - აცხადებს ტიტე აროშიძე.

მინისტრის შეფასებით, 14 მლნ ლარი, რაც აგრარული სექტორის დასახმარებლად გამოიყო, ფერმერებს დიდ დახმარებას გაუწევს, რომ საგაზაფხულო სამუშაოები ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ და აქამდე არსებული ხარვეზი გამოსწორდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system