თავში

რას მოუტანს ქვეყანას მმართველობის დეცენტრალიზაცია

რას მოუტანს ქვეყანას მმართველობის დეცენტრალიზაცია
რას მოუტანს ქვეყანას მმართველობის დეცენტრალიზაცია

ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ბევრი ნაბიჯი გადადგა თვითმმართველობების გაძლიერების გზაზე და ეს პოლიტიკა თანმიმდევრულია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გასულ წელს დამტკიცდა 2020-2025 წწ დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2 წლიანი სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტების შემუშავების პარალელურად მომზადდა ე.წ. ჰარმონიზაციის პაკეტი, რომელიც გულისხმობს 172 კანონში ცვლილებებს, რათა ყველა სიახლე შესაბამისობაში მოვიდეს თვითმმართველობის კოდექსის დებულებებთან. გასულ წელსვე დაიწყო მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების გზით სკოლების რეაბილიტაციის და ბავშვთა ტრანპორტირების უფლებამოსილების გადაცემა. რაც შეეხება ფისკალურ დეცენტრალიზაციას, კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ 2025 წლის ბოლოს თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7% იქნება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემირის თქმით, გასული წლიდან დაიწყო დამატებითი ღირებულების გადასახადის 19 პროცენტის განაწილება მუნიციპალიტეტებზე და შედეგად, 2018 წელთან შედარებით, 160 მლნ ლარამდე მეტი ფინანსური რესურსი მიიმართა ადგილებზე. მნიშვნელოვანია, რომ წინა წელს 51 მუნიციპალიტეტს 25%-იანი ზრდა ჰქონდა და წინასწარი გათვლებით, მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების სახით, წელს კიდევ უფრო მეტი თანხები გახდება ხელმისაწვდომი.

დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია კომპონენტია ტრენინგები თვითმმართველობებში. საჭიროებათა კვლევის საფუძველზე, ყველა სფეროში, 2019 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა 5269 ადგილობრივმა მოხელემ. მათი გადამზადების პროცესი წელსაც გაგრძელდება. ამასთან, 21 მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სამუშაო მუნიციპალური სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით, სადაც ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებელი იქნება თბილისში არსებული ყველა სერვისის დანერგვა და მიწოდება. სრულად ეს პროცესი 2022 წლისთვის დასრულება,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system