თავში

რას ნიშნავს ინვესტორებისთვის ქვეყნის კორუფციისგან თავისუფლება

რას ნიშნავს ინვესტორებისთვის ქვეყნის კორუფციისგან თავისუფლება
რას ნიშნავს ინვესტორებისთვის ქვეყნის კორუფციისგან თავისუფლება

"ეს იმას ნიშნავს ბიუროკრატიის დონე არის ისეთი დაბალი, რომ ინვესტორს შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს ისე, რომ არ გაცნოს არც ერთი სახელმწიფო უწყება," - ასე აფასებს  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი Trace Matrix „კორუფციის რისკის მატრიცის“ რეიტინგში საქართველოს წარმატებას. 

მისი განმარტებით, ეს რეიტინგი არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, როდესაც ინვესტორი ადარებს რამდენიმე ქვეყანას ერთმანეთს და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სად რაში და როგორ დააბანდოს თანხა. მისი განმარტებით, რეიტინგი არის პირველი ერთ-ერთი ფილტრი, რომელშიც ინვესტორი ატარებს ქვეყანას. რეიტინგების მეშვეობით, ინვესტორი ერთ ქვეყანას ადარებს სხვა ქვეყნებს. ინვესტორი ყოველთვის რეგიონულად თუ არა, საერთაშორისო დონეზე ეძებს ალტერნატივებს ეძებს და რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია. 

ხიდურელის შეფასებით, Trace Matrix-ის აქვს ქვერეიტინგი, სადაც საქართველო არის პირველ ადგილზე ყველაზე ნაკლებად საჭიროებაში, რომ სახელმწიფოსთან გქონდეს ინტერაქცია, რაც აუცილებლად დადებითად "გადაითარგმნება" ბიზსნესსა და ეკონომიკაში და მოიტანს ინვესტიციებს. 

„ეს არ არის რეიტინგი, რომელიც უბრალოდ ლამაზად გამოიყურება“, - ამბობს მიხეილ ხიდურელი და განმარტავს, რომ რეიტინგები არის პირველი, რასაც სააგენტო გამოიყენებს ინვესტორების დასარწმუნებლად.

"რეიტინგები არის პირველი, რასაც ვაჩვენებთ ინვესტორს, ამის შემდეგ კი ხდება კონკრეტული შეთავაზებები“, - აღნიშნავს ხიდურელი.

შეგახსენებთ, Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

მსოფლიოში აღიარებულმა ბიზნეს ასოციაცია TRACE-მ, რომელიც სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პირველი ადგილი მიაკუთვნა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” ინდექსით. რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს, რომელთაგან ერთერთის მიხედვით - “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება“ - საქართველო, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system