თავში

რას ნიშნავს ლარის გაციფრულება

რას ნიშნავს ლარის გაციფრულება
რას ნიშნავს ლარის გაციფრულება

ფინტექ ასოციაციაში აცხადებენ, რომ ციფრული ლარი ეკონომიკის გაციფრულების წინაპირობაა. ფინტექ კომპანიები ეროვნული ბანკის ინიციატივას ციფრული ლარის შექმნაზე იწონებენ, თუმცა ამბობენ, რომ ახლო მომავალში ეს შეუძლებელი იქნება. 

"ციფრული ლარი ჩვენ ქვეყანაში, ერთი მხრივ, ეკონომიკის გაციფრულების წინაპირობა იქნება, მეორე მხრივ, კი, ბიძგს მისცემს ფინანსურ-ტექნოლოგიური დარგის განვითარებას", - აცხადებენ ფინტექ ასოციაციაში და ამტკიცებენ, რომ პროცესში ბევრი ტექნოლოგიური კომპანია ჩაერთვება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system