თავში

რას ნიშნავს მფრინავი ტაქსების ცათამბჯენებს შორის გამოჩენა - VIDEO - PHOTO

რას ნიშნავს მფრინავი ტაქსების ცათამბჯენებს შორის გამოჩენა
რას ნიშნავს მფრინავი ტაქსების ცათამბჯენებს შორის გამოჩენა - VIDEO - PHOTO

სატრანსპორტო საშუალებების განვითარება, სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ვიდრე მსოფლიოს ერთი ნაწილი, ტაქსის მძღოლების გადამზადებაზე, მისი ინტერიერის თუ ექსტერიერის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ, არსებობენ ქვეყნები, სადაც უპილოტო ტაქსების ტესტირება უკვე რეალურ გარემოში მიმდინარეობს. Volocopter-ის საფრენმა აპარატმა, საცდელი ფრენის დროს 1,5 კილომეტრის მანძილი დაფარა და სინგაპურის ყურე, მარინა ბეის გადაუფრინა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ამ დრომდე Volocopter X2-ის მიერ შესრულებული ყველაზე რთული ფრენა იყო. ცათამბჯენების ფონზე მოძრავი მომავლის ტრანსპორტის ვიდეო ინტერნეტით უკვე გავრცელდა. საცდელი ფრენის დროს, დაზღვევისთვის Volocopter X2-ის კაბინაში პილოტი მაინც იჯდა, თუმცა მომავალში საფრენი აპარატი ფრენებს პილოტის გარეშე შეასრულებს. მფრინავი ტაქსი ორი მგზავრის გადაყვანას შეძლებს. ფრენის მაქსიმალური დისტანცია 35 კილომეტრია. საფრენ აპარატს შეუძლია 110 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. Volocopter-ის დირექტორის ფლორიან როიტერის განცხადებით, კომპანიას მხარდაჭერა, მსოფლიოს არაერთი ქალაქის მხრიდან აქვს. წლის ბოლომდე, სინგაპურში კიდევ რამდენიმე საცდელი ფრენის შესრულება იგეგმება. გერმანული კომპანია, მსგავსი ფრენების შესრულებას ევროპის რამდენიმე ქალაქშიც გეგმავს. მფრინავი ტაქსი, თავისთავად ახალი სიტყვაა საქალაქო ტრანსპორტის ხაზში, თუმცა ის გარემოება, რომ ეკიპაჟი მხოლოდ მგზავრებისგან შედგება და მძღოლი არ ჰყავს, სამეცნიერო ფანტასტიკის, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system