თავში

რას პროგნოზირებენ Wall Street-ის ანალიტიკოსები 2022-ში

რას პროგნოზირებენ Wall Street-ის ანალიტიკოსები 2022-ში
რას პროგნოზირებენ Wall Street-ის ანალიტიკოსები 2022-ში

საფონდო ბირჟების სწრაფი ზრდა 2020-ის მარტში დაიწყო და ბოლო 21 თვის განმავლობაში S&P 500-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ს ტოპ 500 კომპანიას აერთიანებს, უკვე 100%-ზე მეტით არის გაზრდილი. Report.ge-ს ცნობით, შესაბამის კვლევას საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart აქვეყნებს.

2021 წელს “S&P 500”-ის ინდექსი 27%-ზე მეტად გაიზარდა, რამაც შესაძლოა ინვესტორებს შორის გააჩინოს მოლოდინები, რომ ზრდის მსგავსი ტრენდი 2022-შიც გაგრძელდება, თუმცა საფონდო ბირჟების შესახებ პროგნოზების გაკეთება არც თუ ისე მარტივი საქმეა და ამას სხვადასხვა ამერიკული საინვესტიციო ბანკის მნიშვნელოვნად განხსვავებული პროგნოზებიც ადასტურებს.

"რას პროგნოზირებენ ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსები 2022-ში:

შედარებით პესიმისტური მოლოდინები აქვთ „Morgan Stanley”-ში, რომლის ანალიტიკოსების მიხედვით, “S&P 500”-ი 2022-ში შეიძლება 4,400-მდე ჩამოვიდეს, რაც დაახლოებით 9%-იანი ვარდნა იქნება ინდექსისთვის.

ოპტიმისტურად უყურებენ მიმდინარე წელს „Wells Fargo“-ს ანალიტიკოსები, და პროგნოზირებენ რომ ინდექსი წელს შესაძლოა 5,300-მდე გაიზარდოს, ანუ დამატებითი 11%-იანი ზრდა ქონდეს.

ცალკეული აქციების ანალიტიკოსების მოლოდინების შეჯერებითაც საკმაოდ დადებითი სურათი ისახება. „FactSet“-ის მიხედვით, თუ დავეყრდნობით ცალკეული აქციების ანალიტიკოსების მოლოდინს “S&P 500”-ის ინდექსი წელს შესაძლოა 10%-ით გაიზარდოს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system