თავში

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო თურქეთში

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო თურქეთში
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო თურქეთში

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი თურქეთში 13 208.1 ათასი დოლარით, საქათველოში თურქული იმპორტი კი 171 821.9 ათასი დოლარით შემცირდა.

საქართველოდან თურქეთსი ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ხეთეული ასე გამოიყურება: ტრიკოტაჟის ნაწარმი - 31 334.2 1 ათასი დოლარი. ფეროშენადნობები 28 017.7 ათასი დოლარი. მამაკაცის ტანსაცმელი - 12 885.6 ათასი დოლარი. ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები - 9 597.4 ათასი დოლარის. თევზეული - 9 354.3 ათასი დოლარი.

თურქეთიდან საქართველოში ოქტომბერში იმპორტირდა 36 414.6 ათასი აშშ დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, 36 357.6 დოლარის შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, ავტომობილები - 34 054.3 ათასი დოლარის,  მეტალოკონსტრუქციები - 29 626.6 ათასი ლარის, მზა ტანსაცმელი და ტანსაცმლის თარგები - 24 988.2 ათასი დოლარის. 

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 287.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 061.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (991.8 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system