თავში

რას ყიდის საქართველო ევროკავშირში

რას ყიდის საქართველო ევროკავშირში
რას ყიდის საქართველო ევროკავშირში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაის ინფორმაციით, DCFTA-ის ამოქმედებამდე, ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე მხოლოს ქართული წარმოშობის პროდუქციას ექსპორტში 65% ეკავა, ხოლო ამჟამად ეს მაჩვენებელი 89%-მდეა გაზრდილი.

პალატის ინფორმაციითვე, საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და გაზრდასთან ერთად, ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 910 კომპანიას ითვლის. 

„2019 წელს 2018 წელთან შედარებით ევროკავშირში ექსპორტი 12%-ით გაიზარდა. იმ ფონზე, როდესაც 2020 წელს ყველაფერი არაადექვატურად ხდება და ყველაფერი მცირდება, კონკრეტულ პროდუქციებში, მაგალითად თხილში და ღვინოში საქართველოდან ექსპორტი გაზრდილია. ეს ნიშნავს, რომ ქართულმა კომპანიებმა ევროკავშირში ტრადიციული პარტნიორები გაიჩინეს, რაც ძალიან კარგი შედეგია, მითუმეტეს ასეთ მოკლე დროში“, - აცხადებს პალატის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდერე პაპიაშვილი და დასძენს, რომ ქართული საექსპორტო პროდუქციის მთავარი ნიშა ხარისხია და არა რაოდენობა.

ცნობისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა: ღვინო - ექსპორტის ზრდა 56%-ია, მინერალური წყლი ექსპორტი 39%-ით გაიზარდა. 2019 წელს ევროპაში 4.6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ხილის ჯემი გაიყიდა, მაშინ როცა 2014 წელს ექსპორტი მხოლოდ 56 000 აშშ დოლარის იყო. მინის ტარის ექსპორტმა 2019 წელს 4.0 მლნ. შეადგინა, 2014 წელს ექსპორტი მხოლოდ 2 000 აშშ დოლარამდე აღწევდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system