თავში

რას სთავაზობს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახალგაზრდებს

რას სთავაზობს განათლების განვითარების
რას სთავაზობს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახალგაზრდებს

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ადვოკატირების ფორუმი ,,მეწარმეობა და დასაქმების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის“ გაიმართა.  

ფორუმის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და თვითდასაქმების პერსპექტივების განხილვა, რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი სამთავრობო უწყებებისათვის და მათი გათვალისწინება მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში, საბოლოოდ კი ახალგაზრდებისთვის მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება.

როგორც ფორუმის ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, ღონისძიება მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მომავალი დასაქმებისათვის.

„ადვოკატირების ფორუმის საშუალებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ პირდაპირი ფორმით ჩაერთონ რეკომენდაციების მომზადების პროცესში და ამ გზით, ხელი შეუწყონ მათივე საჭიროებაზე დაფუძნებული პოლიტიკის ფორმირებას. ფორუმი დაინტერესებულ მხარეებს შორის, ღია დიალოგის ხელშეწყობისთვის, ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს." განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სულ 160–მა მონაწილემ – ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ფორუმი პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system