თავში

რას სთავაზობს მთავრობა მეჩაიე ფერმერებს

რას სთავაზობს მთავრობა მეჩაიე ფერმერებს
რას სთავაზობს მთავრობა მეჩაიე ფერმერებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ჩაის მიმართულება დაემატა

მისი თქმით, ჩაი საქართველოს რამდენიმე რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურაა.

„ახლა ჩვენ ვასტიმულირებთ ჩაიზე კერძო სექტორის მოთხოვნას შეღავათიან აგროკრედიტში საბრუნავი საშუალებების თანადაფინანსებით. რაც გულისხმობს, რომ 12-თვიანი საბრუნავი საშუალებების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ საპროცენტო თანადაფინანსებას ვახდენთ. ანუ სახელმწიფო ფაქტობრივად სუბსიდირებას აკეთებს პროცენტის, რაც გადამამუშავებელი ინდუსტრიისთვის, ჩაის საწარმოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, რომ მათ მეტი და მეტ ფასად შეიძინონ ჩაი ფერმერებისგან და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ“, - განმარტა მინისტრმა.

ადგილობრივი წამოების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს.  მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება, რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, პრემიერის განცხადებით, მთავრობის შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ მევენახეების მხარდაჭერის პაკეტზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system