თავში

რას სთავაზობს საქართველო მოქალაქეების არმქონე პირებს

რას სთავაზობს საქართველო მოქალაქეების არმქონე პირებს
რას სთავაზობს საქართველო მოქალაქეების არმქონე პირებს

მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებით, პირს ბინადრობის ნებართვაც ეძლევა, რაც მას საქართველოში ცხოვრების და მუშაობის, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობის და სამგზავრო პასპორტის მიღების შესაძლებლობას უხსნის. 

ამის შესახებ report.ge-ს  ორგანიზაცია,,უფლებები საქართველოდან“ აცნობეს.

ორგანიზაცია 2020 წლის ივლისიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით, სამართლებრივ დახმარებას გაუწევს პირებს, რომლებსაც მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მიღება სურთ.  პროექტის ფარგლებში, ,,უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონე პირებს გაუწევს სამართლებრივ კონსულტაციასა და სამართლებრივ დახმარებას, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.

,,უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან ასევე ახორციელებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია დახმარებას უწევს თავშესაფრის მაძიებლებს, ჰუმანიტარულის სტატუსისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს საქართველოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system