თავში

რას სთავაზობს სახელმწიფო დეპორტირებულ ქართველებს

რას სთავაზობს სახელმწიფო დეპორტირებულ ქართველებს
რას სთავაზობს სახელმწიფო დეპორტირებულ ქართველებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 1 წელიწადში დეპორტირებულთა რაოდენობა 4,566-ს შეადგენს. შესაბამისად, გაუარესებულია მიგრაციის სალდოც, რომელიც სტაბილურად უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მიდის ემიგრაციაში, ვიდრე უკან ბრუნდება. ბოლო მონაცემებით, ამ ციფრმა 76,367 შეადგინა.

რაც შეეხება დეპორტაციის ფაქტებს, 2018 წელს საქართველოს ყველაზე მეტი, 1,788 მოქალაქე თურქეთიდან გამოაძევეს. მეორეა ადგილზეა ისრაელი, საიდანაც დეპორტირებულთა რაოდენობა 812-ია, მესამე ადგილს გერმანია იკავებს, ქვეყნიდან წინა წელს 531 მოქალაქე არის გამოძევებული. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს არალეგალები მასიურად იდევნებიან საფრანგეთშის. წინა წელს 272 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ ევროპაში არალეგალები უკვე მასობრივად იდევნებიან, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მწირი ანაზღაურების გამო მუშაობა აზრს კარგავს. მიგრაციის ცენტრის დირექტორის გიორგი გოგიშვილი აღნიშნავს, რომ ქართველ ემიგრანტებს პრობლემა აქვთ ყველგან, სადაც არალეგალურად უწევთ ცხოვრება.

"ჩვენს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში თავშესაფრს უკვე ნაკლებად აძლევენ. ჩემი აზრით, წლის ბოლომდე კიდევ ბევრ ქართველს გამოაძევებენ და ეს ტენდენცია მზარდი იქნება. საქმე ისაა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და თავშესაფრის მიღებას ჩვენი მოქალაქეები ბოლო დროს იშვიათად ახერხებენ. ყველა ჩვენგანი, ვინც აქ ცხოვრობს,მეტ-ნაკლებად ახერხებს თავის გატანას. არის გამონაკლისიც, როცა უკიდურესად უჭირთ და ხსნას მაინც ქვეყნის გარეთ ეძებენ. პრობლემა წელს არ დაწყებულა, ბოლო რამდენიმე წელია, ქართველები ვეღარ მიდიან ევროპაში ან თუ მიდიან, მალევე აძევებენ. შესაბამისად, ვერც სამუშაოს იწყებენ. მართალია, უჭირთ რუსეთშიც, მაგრამ ცხოვრება იქ შედარებით მარტივია, რადგან ჩვენები ამ ქვეყანას კარგად იცნობენ, იციან ენაც და იქ ცხოვრება, ფინანსური პრობლემის ფონზეც, უადვილდებათ", - ამბობს გოგიშვილი.

რაც შეეხება დეპორტირებული მოქალაქეების პერსპექტივას სამშობლოში, მიგრაციის ცენტრის დირექტორი ფიქრობს, რომ ბიზნესში ჩართვა და პროფესიული უნარების დაუფლება ამ ადამიანებისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

"გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუკი ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში დაბრუნდებიან და უცხოეთში გაკეთებული დანაზოგით რამე საქმეს წამოიწყებენ. ეს შეიძლება იყოს ბიზნესი ან პროფესიული გადამზადება და სხვა. ამ მხრივ დღეს საქართველოში საკმაოდ დიდი არჩევანია", - ამბობს გიორგი გოგიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system