თავში

რას წარადგენს საქართველო საერთაშორისო იმპორტის ექსპოზე

რას წარადგენს საქართველო საერთაშორისო იმპორტის ექსპოზე
რას წარადგენს საქართველო საერთაშორისო იმპორტის ექსპოზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ შანხაიში დღეს ჩინეთის მეორე საერთაშორისო იმპორტის ექსპო გაიხსნება. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, აგრეთვე 30-ზე მეტი ქართული კომპანია, რომელთა წარმოებული პროდუქცია საქართველოს ეროვნულ პავილიონზე განთავსდება. ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს გამოფენის პარალელურად მიმდინარე ბიზნეს ფორუმში, ასევე სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკას შეეხება. მინისტრი გამართავს შეხვედრებს ჩინეთის სამთავრობო და რეგიონალურ ლიდერებთან, აგრეთვე ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.

შანხაის იმპორტის ექსპოში 150 ქვეყნისა და რეგიონის 3000 მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა ჩინეთის ეროვნულ საგამოფენო და საკონვენციო ცენტრში გაიმართება. გამოფენის პარალელურად ბიზნესფორუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ქვეყნების საინვესტიციო შესაძლებლობებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system