თავში

რას წერს Washington Post-ი აფხაზეთზე

რას წერს Washington Post-ი აფხაზეთზე
რას წერს Washington Post-ი აფხაზეთზე

Washington Post ცნობით, ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.  გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეელი მუშები ძირითადად მშენებლობასა და მომსახურების სექტორში მუშაობენ.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის წინაამღდეგ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, მათ შორის მიგრაციის კუთხით, თუმცა, Washington Post-ის შეფასებით, აფხაზეთში, რომელსაც არ აღიარებს მსოფლიო, და საპასუხოდ, ისიც არ აღიარებს მსოფლიოს, მათ არაფერი ემუქრებათ.

2017 წლის დეკემბერში გაერომ შემოიღო სანქციები, რომლებიც ავალდებულებს ყველა წევრ-ქვეყანას ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტების დეპორტაციას. რეზოლუციას მოაწერა ხელი რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებზეც მოდის ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტების დიდი ნაწილი. როგორც გამოცემა წერს, გადაწვყეტილების მიზანია ფხენიანისთვის ვალუტის ერთ-ერთი სერიოზული წყაროს გადაკეტვა, თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მაინც აგზავნის უცხოეთში არალეგალებს. 2015 წლის გაეროს მოხსენების თანახმად, მსოფლიო მასშტაბში ასეთ პირობებში მუშაობს 50 000-ზე მეტი კორეელი, მათ მიერ ქვეყნისთვის გამომუშავებული ვალუტის მოცულობა შეადგენს 1,2-2,3 მლრდ. დოლარს.

Washington Post-ის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს 10 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი, თუმცა, მოსკოვმა აიღო თავის თავზე 22 დეკემბრამდე მათი დეპორტაციის ვალდებულება, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს მუშაობის ნებართვების გაცემას ჩრდილოეთ კორეელებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system