თავში

რას ცვლის სავალუტო ბაზარზე Bmatch-ის ამოქმედება

რას ცვლის სავალუტო ბაზარზე Bmatch-ის ამოქმედება
რას ცვლის სავალუტო ბაზარზე Bmatch-ის ამოქმედება

1 თებერვლიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსს ეროვნული ბანკი მხოლოდ Bloomberg-ის სავალუტო სისტემის Bmatch-ის მეშვეობით ადგენს.  

არსებითი სიახლე ისაა, რომ მისი მეშვეობით ვაჭრობაში პირდაპირი მონაწილეების სახით ბანკებთან და მისოებთან ერთად კომპანიებიც დაიშვებიან. აქამდე მოქმედ სისტემაში კი ჩართულები იყვნენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დებენ გარიგებებს იმის მიხედვით, თუ როგორია მათი კლიენტების ჯამური მოთხოვნა ლარსა და უცხოურ ვალუტაზე. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებით შესაძლებელი გახდება, რომ ვაჭრობის სისტემაში ჩართული პირების რაოდენობა და შესაბამისად, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების რაოდენობები გაიზარდოს. ამ პლატფორმით შესაძლებელი იქნება ბანკებმა გარიგებების შეთავაზებები უშუალოდ კლიენტი კომპანიების სახელით გააკეთონ.

ეროვნული ბანკის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე უფრო მეტი მონაწილის გამოჩენა კონკურენციის დონეზე დადებითად იმოქმედებს. მათივე განმარტებით, გარიგება იდება ავტომატურად მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით;

მათივე მტკიცებით, პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია;

პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებს და სავაჭრო ლიმიტებს.

გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით - ერთიდაიგივე ანგარიშსწორების თარიღით და არსებობს გარიგების მინიმალური ოდენობა;


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system