თავში

რას უკავშირდება არასაბანკო დეპოზიტების ზრდა

რას უკავშირდება არასაბანკო დეპოზიტების ზრდა
რას უკავშირდება არასაბანკო დეპოზიტების ზრდა

არასაბანკო დეპოზიტების ზრდას საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ეკონომიკაში ვარდნის პროცესს უკავშირებს და ამბობს, რომ არაკანონზომიერი ტრენდია, რომ ამ ტიპის დეპოზიტები სჭარბობს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ფული მოხმარებისკენ მიიმართება და კაპიტალის დაბანდების ტემპი კლებულობს.

,,ეკონომიკაში ვარდნას აქვს ადგილი, ამიტომ მოთხოვნა სულ უფრო მცირდება და ფული მოხმარებისკენ მიდის, შეიძლება არასაბანკო დეპოზიტების ზრდა ამით იყოს განპირობებული. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან წინ გველის რთული თვეები და მოსალოდნელია, რომ საბანკო სექტორსაც გაუჭირდეს. პრობლემის მოგვარების გზას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, სანამ არ გამოჩნდება იმ მიზეზების გარკვეული  სიპტომები, რის გამოც ქვეყნის მშპ მცირდება. ცხადია, ყველა ეს მიზეზი არაეკონომიკურია და ცვლილება დაკავშირებულია იმ მოლოდინთან, რაც ეპიდემიის მიმართ შეიქმნა. ყველა მცდელობა ასეთ სიტუაციაში გადარჩენისკენ არის მიმართული. შესამჩნევია ასევე კაპიტალის დაბანდება, ძირითადად უძრავ ქონებაში, რადგან არსებობს შიში, რომ მისი ღირებულება შემცირდეს. ასეთ ქცევებს გარკვეული ზემოქმედება აქვს ხოლმე ფინანსურ ბაზრებზე და შესაბამისად, ეს მიმდინარე დეპოზიტებზეც აისახება", - ამბობს თოქმაზიშვილი. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.05%-ით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system