თავში

რას უკავშირდება კერძო სექტორში წმინდა ტრანსფერების ზრდა

რას უკავშირდება კერძო სექტორში წმინდა ტრანსფერების ზრდა
რას უკავშირდება კერძო სექტორში წმინდა ტრანსფერების ზრდა

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, კერძო სექტორი სულ უფრო მზარდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში და მისი ცალკეული კომპონენტების ფორმირებასა და ზრდაში. ამის შესახებ სტატისტიკოსმა ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 11,7%-ით გაიზარდა.

,,ტრანსფერი იქნება, ეკონომიკური ჩართულობის მაჩვენებელი თუ დასაქმება, კერძო სექტორი სულ უფრო მზარდ როლს შეასრულებს და განმსაზღვრელი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. საგულისხმოა, რომ 2019 წელს ეკონომიკური ზრდის ნომინალური მაჩვენებლები კერძო სექტორში თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა საჯარო სექტორში მატების მაჩვენებელს და ეს არის შეუქცევადი პროცესი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამთავრობო სექტორის როლი უნდა დავივიწყოთ. დღეისათვის სამთავრობო სეგმენტზე მოდის ეკონომიკის 22-23 % და მას საკმაოდ სოლიდური წვლილი შეაქვს მშპ-ს ფორმირებაში. ხელისუფლების სტრატეგიაა და უფრო მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ კერძო სექტორის ხელშეწყობა, მისაღები და სასურველი საგადასახადო-საინვესტიციო რეჟიმი, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დაჩქარებულ ზრდას და საბოლო ჯამში მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ირიბი იქნება თუ პირდაპირი ნათქვამი, ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკის  ეკონომიკური წინსვლის გზა კერძო სექტორის განვითარებაზე გადის", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება სებ-ის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები პირველი კვარტლის მონაცემით, უარყოფითია, სტატისტიკოსის შეფასებით, ეს შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდებოდეს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას და ადრე აღებული ვალდებულების შესრულებით იყოს განპირობებული. 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის გამოქვეყნებულ საგადასახდელო ბალანსის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.5 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველ კვარტალში 404.7 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 11.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის - უარყოფითი იყო.

2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 417.7 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system