თავში

რას უნდა ითვალისწინებდეს მთავრობა ჰესების მშენებლობისას

რას უნდა ითვალისწინებდეს მთავრობა ჰესების მშენებლობისას
რას უნდა ითვალისწინებდეს მთავრობა ჰესების მშენებლობისას

ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის განცხადებით, ენერგეტიკული პროექტების უმეტესობა ისე ხორციელდება, რომ ტარიფებს საფრთხოს უქმნის. მისი თქმით, რამდენიმე ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები ძალიან საზიანოა და შეუძლია ტარიფების გაორმაგება გამოიწვიოს. ერთ-ერთი ასეთი, ენერგეტიკოსის თქმით, ,,ნენსკრა ჰესია", რომელიც მოსახლეობის ინეტერესბს აზიანებს.

,,დღესდღეობით ელეტროენერგიის მოხმარება შემცირებულია დაახლოებით 6-10%-ის ფარგლებში. ცხადია, ეს ეპიდემმიური ვიტარების არის გამოწვეული და თანდათან შესაძლებელია ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალოს. თუმცა, ჩვენ რომ ენერგოდამოკიდებულება შევამციროთ, აუცილებელია ჰესების მშენებლობა, ბევრი ახალი პროექტია განსახორციელებელი, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ნორმალური ტარიფი, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პბა. რამდენიმე პროექტი, მათ შორის, ნენსკრა ჰესი თავისი პირობით, მიმაჩნია, რომ მომხმარებელიბის ინტერესებს დააზარალებს.ინვესტორთან რა ხელშეკრულებაც გაფიორმდა და რასაც მთავრობამ ხელი მოაწერა, ეს არის ლამის ღალატის ტოლფასი ხელშეკრულება, რომელმაც შეიძლება ტარიფის გაორმაგება გამოიწვიოს. ასეთი ჰესების მშენებლობა თუ სურთ, ამ პროექტების სიკეთეს მოსახლეობა ვერ იგრძნობს. ყველა იმას ცდილობს, რომ ტარიფები გაიაფდეს, ჩვენ კი ინვესტორებს ისეთ პირობებს ვუდებთ, რითაც მოსახლეობის ინტერესებს ვაზიანებთ", - აცხადებს ენერგეტიკოსი და დასძენს, რომ გარკვეული სენიშვნების მიუხედავად, მიაჩნია, რომ ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს და ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გასაძლიერებელია, ვიდრე წინა წლებში იყო. 

,,ინვესტორებთან ხელშეკრულებების პირობები ყველა ასპექტში ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იყოს მომართული. ჰესები აუცილებელია, მაგრამ პირველ რიგში, ტარიფის ფაქტორია გასათვალისწინებელი, მინიმუმ, შენარჩუნებული, თუ ვერ შევამცირებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა ხელშეკრულება იყოს გამჭვირვალე, სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ, რას აწერს ხელს სახელმწიფო, ბევრი ისეთი პროექტი განხორციელებულა, რითაც საქართველომ მოგების ნაცვლად, იზარალა, ეს უნდა გამოირიცხოს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჰესების მშენებლობის ალტერნატივას რეალურად ვერ ვხედავ", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე report.ge-თან.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლომდე დამატებით 3 ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში. უწყების მონაცემით, წელს ექსპლუატაციაში უკვე შესული 6 ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 27,47 მგვტ-ია. წლის ბოლომდე იგეგმება სამი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 3,72 მგვტ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system