თავში

რას უნდა ითვალისწინებდეს მთავრობა საირიგაციო სამუშაოების შესრულებისას

რას უნდა ითვალისწინებდეს მთავრობა საირიგაციო სამუშაოების შესრულებისას
რას უნდა ითვალისწინებდეს მთავრობა საირიგაციო სამუშაოების შესრულებისას

სწორი ინვესტირება, პროფესიონალი კადრების ჩართულობა და თანამედროვე ტენოლოგიების გამოყენება - ეს ის საკითხებია, რის სწორად გადაჭრაც საქართველოს საირიგაციო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე report.ge-თან ამბობს, საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით მასოფლიო ბანკის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ირიგაციასთან დაკავშირებული პრობლემა წარმატებით გადაჭრას. ამით, როგორც მეცნიერი ვარაუდობს, მოსავლიანეობა, მინიმუმ, 2-ჯერ გაიზრდება. 

,,მთავრობამ კრიზისულ სიტუაციაში აქცენტი სოფლის მეურნეობაზე გააკეთა და ის უკვე ხდება წამყვანი დარგი ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ქმედითი ზომებია მისაღები ირიგაციული სისტემის განვითარებისთვის, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებებით წარმოების ზრდა უფრო მეტადაც არის შესაძლებელი. ირიგაცია, ისევე როგორც მელიორაცია, ძალიან სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით საქართველოში. ირიგაცია ნიშნავს მორწყვას, რა მხრივაც დიდი ჩამორჩენა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ მოსავლის 90%-ს წყალი განსაზღვრავს. ამაში იგულისხმება როგორც ახალი არხების გაყვანა, ასევე ძველი არხების ამოსუფთავება-მოწესრიგება.  მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი საქმე გაკეთდება. მსოფლიო ბანკი ამ პროცესში ადრეც იყო ჩართული, მთავარია, მის მიერ გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და საქმე სწორად გაკეთდეს. ქვემო სამგორის, ასევე ტბისი-კუმისის ტერიტორიის დიდ ფართობზე ირიგაციული ინფრასტრუქტურა მოშლილია და სერიოზულ სამუშაოს მოითხოვს", - ამბობს კობალაძე.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დამლაშების საწინააღმდეგო ღონისძიებები წინასწარ ჩაიდოს პროექტში, რადგან აღნიშნული ტერიტორიები დამლაშიანებისკენ არის მიდრეკილი, რის მოგვარებასაც განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიექცეს.

,,დამლაშიანება ნიშნავს, რომ ნიადაგის აქტიურ ფენაში არის ხსნადი მარილები და საშიშია, სახნავ ჰორიზონტში არ ამოვიდეს. სერიოზული ნაბიჯები იდგმევა, მაგრამ საფრთხეა კადრების დეფიციტი,  რადგან ვინც საქმე იცის, ისინი უკვე ან პენსიაზე გაუშვეს ან სხვადასხვა მიზეზით ჩართული არ არიან ამ პროცესში. სწორი ღონისძიებით მოსავლიანობა, როგორც მინიმუმ, ორჯერ უნდა გაიზარდოს, დიდ შედეგს ველოდები, თუ პრობლემის მოგვ არებაში მსოფლიო ბანკი ჩაერთვება", - აცხადებს კობალაძე report.ge-თან.

როგორც მეცნიერი განმარტავს, წყალს ბევრი სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია. აზრი არ აქვს არც თესვას, არც ხვნას და არც მეცხოველეობის განვითარებას თუკი წყალი არ გვექნება და შესაბამის ინფრასტრუქტურას არ განვავითარებთ. 

ცნობილია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მიერ საირიგაციო ქსელების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტირების განხორცილების საკითხზე იმსჯელეს. 

სამიზნე ობიექტებად განიხილება ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა ქსელების და ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღდგენა, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „საქართველოს მელიორაციის" ინსტიტუციური და მართვის მექანიზმების გაძლიერება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system