თავში

რას უნდა სთავაზობდეს ბანკი გადახდისუუნარო მსესხებლებს

რას უნდა სთავაზობდეს ბანკი გადახდისუუნარო მსესხებლებს
რას უნდა სთავაზობდეს ბანკი გადახდისუუნარო მსესხებლებს

გაცემული სესხების დაბრუნების პრობლემას საბანკო სფეროს სპეციალისტები ბანკების სტაბილურობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რისკად მიიჩნევენ. ფინანსური ბაზრის მკველავრი ვახტანგ ხომიზურაშვილი ვარაუდობს, რომ ვადაგადაცილებული სესხების დიდი ნაწილი ბიზნესზეა, რადგან ეპიდემიის გამო ბევრ კომპანიას ვალდებულების შესრულებითვის ფინანსური სახსრები მოაკლდა. ერთადერთი, რაც შეიძლება ბანკებმა გააკეთონ, ხომიზურაშვილის თქმით, უნდა შეცვალონ სესხის დაფარვის პირობები, გადაავადონ ან ცალმხრივად შეამცირონ საპროცენტო განაკვეთიც, რაც ნაკლებად მომგენიანია, მაგრამ ურჩევნიათ ამ მეთოდს მიმართონ, ვიდრე სესხი არ დაბრუნდეს.

,,კომერციული ბანკებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი გაცემული სესხების დაუფარაობაა. ვხედავთ, რომ სტატისტიკა მზარდია და გადახდისუუნარო კლიენტების რაოდენობა იზრდება. ეპიდემიის პირობებში ეს სავსებით მოსალოდნელია, მაგრამ რაღაც ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ ბანკი ამის გამო მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.  აშკარაა, რომ ხალხი ვეღარ იხდის ვალს, რადგან ბევრმა დაკარგა სამსახური და ეს ბუნებრივი მომენტია.  გარდა ამისა, ბევრი ბიზნესია, რომელსაც ეპიდემიის გამო პრობლემა შეექმნა და საკმარისი შემოსავალი არ აქვს საბანკო ვალდებულებების შესასრულებლად. ტენდენცია თუ გაგრძელდება, როგორც ვადაგადაცილებული, ასევე ჩამოწერილი სესხების მოცულობაც მოიმატებს. ასეთ სიტუაციაში კომერციულმა ბანკებმა რაღაც უნდა დათმონ და ხელსაყრელი პირობები შესთავაზონ მსესხებლებს, ალბათ, აქცენტი უნდა გააკეთონ დასაფინანსებელი პროექტების შეფასებაზე, ამით შესაძლოა ფასმომგებიანობა შეინარჩუნონ. ყველაფერი იცვლება და შესაცვლელია დაკრედიტების პრინციპი. ასე თუ არ გაკეთდება, სესხების ვადაგადაცილების ზრდა  გაგრძელდება. შესაბამისად, ეს გავლენას მოახდენს ბანკების მოგებაზე და ნაწილი ზარალზე გავა", - ამბობს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ეროვნული ბანკის ცნობით, ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების ზომა, აგვისტოს მდგომარეობით, 559.9 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაციელბული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტია.2020 წლის იანვარში, "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემთა ბაზაში ვადაგადაცილებულ მსხესხებლად სულ 396,282 ადამიანი იყო აღრიცხული. ეკონომიკური კრიზისისა და ლოქდაუნის გამოცხადების პარალელურად კი ეს მაჩვენებელი 31 აგვისტოს მდგომარეობით 448,821-მდე გაიზარდა, 30 სექტემბრის მდგომარეობით კი სიაში 442,571 მსესხებელი იყო აღრიცხული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system