თავში

რას უპირებს კალაზე"რიყის დოქებს" თუ აუქციონზე არ გაიყიდება

რას უპირებს კალაზე"რიყის დოქებს" თუ აუქციონზე არ გაიყიდება
რას უპირებს კალაზერიყის დოქებს თუ აუქციონზე არ გაიყიდება

მზად ვიყავით, ე.წ. რიყის დოქები ბიზნესსექტორისთვის საინვესტიციო ვალდებულებით ერთ ლარად გადაგვეცა, თუმცა არავინ დაინტერესებულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის ინფორმაციით, რთულია წინასწარ თქმა, შესაძლებელია თუ არა მისი პრივატიზება 95 მლნ ლარად, რადგან ობიექტზე ასევე რამდენიმე მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი.

კალაძის თქმით, ობიექტი ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

ჩვენ ბიზნესსექტორთან არაერთი მოლაპარაკება გვქონდა. მზად ვიყავით, ერთ ლარად გადაგვეცა საინვესტიციო ვალდებულებით, რომ მოეწესრიგებინათ და ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები, თუმცა არავინ დაინტერესდა. დღეს უკვე ოფიციალურად არის გამოტანილი, რომ გაიყიდოს. თუმცა, არ ვიცი, ეს რამდენად რეალური იქნება, ადამიანები რამდენად გადაიხდიან და რამდენზეა საუბარი, 95 მილიონზე, მაშინ როდესაც დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელია, რომ მთლიანად მოწესრიგდეს. რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. ეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თუ პრივატიზება ვერ მოხდა, უნდა მოიძებნოს თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად.

უნდა გამოიძებნოს დამატებითი თანხები, თუ გასხვისება ვერ მოხდა, შეიძლება, გადაწყდეს, რომ ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ. ვიმსჯელებთ, ჯერ დაველოდოთ გაიყიდება თუ არა. ძალინ კარგი იქნება თუ ეს მოხდა და მიეცა რამე დატვირთვა ამ კონკრეტულ ადგილს. თუ ვერა, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ, თუ როგორ მოვიქცეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system