თავში

რას უპირებს ხელისუფლება კაპიტალის ბაზარს და სახელმწიფო საწარმოებს

რას უპირებს ხელისუფლება კაპიტალის ბაზარს და სახელმწიფო საწარმოებს
რას უპირებს ხელისუფლება კაპიტალის ბაზარს და სახელმწიფო საწარმოებს

"სახელმწიფო საწარმოები არის სივრცე, სადაც არსებობს ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის რესურსი. ამ რეფორმის აქტუალიზაცია კი პარლამენტის ადეკვატური რეაქციაა იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ვიმყოფებით," - ასე ფიქრობს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი, ივანე მაჭავარიანი. მისივე მტკიცებით, რეფორმები დღეს აუცილებელი და გარდაუვალია იმ გლობალურ კრიზისზე საპასუხოდ, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშია.

ივანე მაჭავარიანი ყურადღებას ამახვილებს კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივაზეც და განმარტავს, რომ ამ მიმართულებით, ქვეყანაში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლიბერალური კანონმდებლობა. მისივე თქმით ახლა, აუცილებელია ბაზარზე გაჩნდნენ, ერთი მხრივ, საკმარისი რაოდენობის ემიტენტები, რომლებიც შეძლებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და პარტნიორების მოძიებას, ხოლო, მეორე მხრივ, ინვესტორები.

„ინვესტორებზე უფრო მნიშვნელოვანია, იყვნენ ის ემიტენტები, რომლებიც შეძლებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, პარტნიორის ან კრედიტორის მოიზიდავს. ისინი უნდა იყვნენ გამართული, თორემ ინვესტორების პრობლემა რეალურად არ არის. ჩვენ, როდესაც ვუშვებთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, ვხედავთ, რომ უცხოელებისგან არის მოთხოვნა. ამ ინსტიტუციურ ინვესტორებს ვიცნობთ და რომ დაახვედროთ სხვა, გამართული ფასიანი ქაღალდები, ისინი ასევე სიამოვნებით შევიდოდნენ ამ ბაზარზეც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული აქვს მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი, რომელიც ეყრდნობა OECD-ის საუკეთესო პრაქტიკებს. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კაპიტალის ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები იმისთვის, რომ ჩვენი პოტენციალი, რაც არის სხვადასხვა სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოებში, მაქსიმალურად ამოვწიოთ ზემოთ, განვავითაროთ და სახელმწიფო საწარმოები გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system