თავში

რას უპირებს მთავრობა წყალტუბოს სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებს

რას უპირებს მთავრობა წყალტუბოს სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებს
რას უპირებს მთავრობა წყალტუბოს სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებს

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები ახალი სახლებით 2021 წლისთვის სრულად დაკმაყოფილდებიან. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, დევნილებისთვის წყალტუბოში ახალი სახლები უკვე შენდება.

„უკვე ვაშენებთ 700 ოჯახზე ცოტა მეტისთვის საცხოვრებელ სახლებს, რომლის დასრულება წელს და მომავალ წელს ეტაპობრივადაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ ნაწილში უკვე იდება ინვესტიცია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და 2021 წელს გვექნება შესაძლებლობა, რომ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ამ ეტაპზე სასტუმროებშია განთავსებული, მათ შევთავაზოთ საცხოვრებელი, ახალი სახლები," - განაცხადა მინისტრმა წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system