თავში

რას უპირებს წყალტუბოს ბიძინა ივანიშვილი

რას უპირებს წყალტუბოს ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. საბჭოთა კავშირის პოპულარული საკურორტო ქალაქის აღორძიენაბაში, გარდამტეხ ცვლილებას უწოდებს საკუთარ გეგმას ქართული ოცნების თავმჯდომარე. მისი თქმით, წყალტუბოს პოტენციალის აღსადგენად აუცილებელია მოხდეს, ბიზნესისთვის მაგალითის მიცემა და გზის გაკვალვა. 

 "მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას," - აღნიშნავს ივანიშვილი. 

მისი აზრით, უახლოეს მომავალში წყალტუბოს, სამკურნალო წყლებით და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, აქვს შესაძლებლობა იქცეს რეგიონის ტურისტულ დედაქალაქად.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system