თავში

რას ურჩევენ სპეციალისტები ქართული ბროკოლის წარმოებას

რას ურჩევენ სპეციალისტები ქართული ბროკოლის წარმოებას
რას ურჩევენ სპეციალისტები ქართული ბროკოლის წარმოებას

საქართველოში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების დონე საკმაოდ დაბალია, - ასეთია საერთაშორისო კვლევითი ცენტრი "პი-ემ-სის" შეფასება, რომელიც საკუთარ კვლევას ეყრდნობა. "პი-ემ-სიმ" სოფლის მეურნეობის სექტორის დეტალური ანალიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას აღიქვამს არა როგორც ბიზნესს, არამედ მისთვის ეს საქმიანობა ე.წ. საარსებო ეკონომიკის ფუნქციას ასრულებს.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს დაბალი წარმადობის მიუხედავად,  ქართული ბროკოლი მცირე რაოდენობით მაინც გადის ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ევროპული ქვეყნები, მათ შორის ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი, მსოფლიოში ბროკოლის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის არიან და მათგან მაღალი მიწოდება განაპირობებს ბროკოლის შედარებით დაბალ ფასს ევროკავშირში.

"პი-ემ-სის" კვლევა აჩვენებს, რომ ბროკოლის ამჟამად უფრო მეტად იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს, ვიდრე ექსპორტზე გასვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system