თავში

რას უწუნებენ ეპიდსაწინააღმდეგო პოლიტიკას

რას უწუნებენ ეპიდსაწინააღმდეგო პოლიტიკას
რას უწუნებენ ეპიდსაწინააღმდეგო პოლიტიკას

მთავრობის მიერ ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ეკონომისტების ნაწილი სკეპტიკურად აფასებს. ისინი ფიქრობენ, რომ თავიდანვე შეცდომა იყო ეკონომიკის ჩაკეტვა, როცა ეპიდემიის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა. ამ ეტაპზე, როგორც ეკონომისტი გიგა ბედნიეიშვილი report.ge-თან აღნიშნავს, ნაწილობრივი აკრძალვაც კი ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

,,ეპიდემიის მართვისას ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ მანამდეც ფუნდამენტური შეცდომებია დაშვებული. თავისთავად ეკონომიკაც და ჯანდაცვაც ცუდად შეხვდა ამ გამოწვევას. ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა და სუსტდება ჯანდაცვის სექტორი. მერე პანდემია მოვიდა და ჩაიკეტა ეკონომიკა, როცა დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 10-15 ადამიანი იყო. უდიდესი დარტყმა მიიღო ეკონომიკამ, თავიდანვე შეიქმნა არასწორი მოლოდინი, თითქოს ვირუსს გაუმკლავდნენ, გაზაფხულზეც ფიქრობდნენ, რომ covid-19-თან ბრძოლაში მსოფლიო მასშტაბით გამოირჩეოდნენ. რეალურად ბევრი არაფერიგაკეთებულა. დრო გავიდა ისე, რომ საავადმყოფოები ვერ მოამზადეს, როცა შემთხვევები გაიზარდა, უკვე გვიან იყო. ამასთან, არჩევნებზე გადაიტანეს ყურადღება და ამ დროს ვირუსის მართვის სადავეები გაექცათ, კრიზისისას ისეთი მენეჯმენტი განახორციელეს და მართეს პროცესი, რომ ეპიდემიის მასშტაბით მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა გავხდით. იმის მაგივრად, რომ ეკონომიკურად წინ წავიდეთ, ყველაფერი უარესდება", - ამბობეს ბედინეიშვილი.

ეკონომისტი აცხადებს, რომ პრობლემის დაძლევის პერსპექტივა არ ჩანს და არც აქვს მოლოდინი, რომ მთავრბა არსებულ გამოძვევას წარმატებით გაართმევს თავს.

,,ბევრი შეცდომაა დაშვებული და მდგომარეობას უფრო მეტად გაართლებენ, თუ ფიქრობენ, რომ ეკონომიკას ჩაკეტავენ. ამას ქვეყანა ვერ გაუძლებს, მეტი ადამიანი მოგვიკვდება შიმშილით, რადგან რეგიონებში ხალს ძალიან უჭირს, უამრავ ოჯახს პურის შოვნის შესაძლებლობაც არ აქვს. ლოკდაუნი, ნაწილობრივიც კი, კრიზისს უფრო მეტად გააღრმავებს და არც ეპიდვითარებას ეშველება", - დასძენს გიგა ბედინეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system