თავში

რას ვჭამთ - რომელი სექტორი გვთავაზობს ბიოპროდუქტს

რას ვჭამთ - რომელი სექტორი გვთავაზობს ბიოპროდუქტს
რას ვჭამთ - რომელი სექტორი გვთავაზობს ბიოპროდუქტს

"ჩვენ მსოფლიოს იაფი პროდუქციით ვერ გავაკვირვებთ, კონკურენტუნარიანი ამ კუთხით საერთოდ არა ვართ. მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციაა ჩვენი მომავალი“, – აცხადებს "ელკანას" დირექტორი, მარიამ ჯორჯაძე. 

მისი თქმით, ქართველი ფერმერების ნაწილს ბიოწარმოების განვითარება სურს, თუმცა, ხშირად ასეთი არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვთ.„ყველაზე მეტი სერტიფიცირებული ბიომეურნე დღეს მევენახეობაშია, რადგან როცა გაუჭირდათ, ყველა წავიდა სერტიფიკატის ასაღებად, რადგან ეს იყო მათი გარანტია უკეთესი გაყიდვებისთვის. ბევრი ბიომეღვინე გვყავს, ვინც ძალიან ძვირად ყიდის თავის სერტიფიცირებულ ღვინოს. ხშირად არც აწერენ, რადგან სერტიფიცირებულია და ვაზის ბიომეთოდებით მოვლა საუკეთესო ღვინის მოწევის ერთ-ერთი გარანტია. ახლა დიდი კომპანიებიც გადავიდნენ ბიოწარმოებაზე, რადგან ეს ხარისხიანი ღვინის გარანტია“, – განაცხადა ჯორჯაძემ.

„ელკანას“ დირექტორის ინფორმაციით, ხშირად ფერმერებს ბიოწარმოების დანერგვის სურვილი კი აქვთ, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაა ნაკლები, რის გამოც, საბოლოოდ ხარისხიანი პროდუქტის წარმოება ფერხდება.

"მეთხილეობის სექტორს, სადაც 800 ფერმერია გაერთიანებული, ბიოსტანდარტზე უნდოდა ორიენტაციის აღება, მაგრამ რადგან ჩვენთან მცირე მეურნეობებია და ფაროსანას საყოველთაო შეწამვლის პროგრამა ჩატარდა, არ მოხერხდა. საყოველთაო შეწამვლის დროს მისი მცირე ნაკვეთის სისუფთავის დაცვა რთულია. მაგალითად, მე რომ ბიოწარმოებაზე გადასვლა მინდოდეს, ამის არჩევანიც არ მაქვს, რადგან იმდენად მცირეა ჩემი ნაკვეთი, რომ არ გამოვა, თუ გვერდით ყველა მეზობელი შემიწამლეს," - განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ.

მისივე თქმით, ფაროსანაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორს ფერმერების ცოდნის დეფიციტი აფერხებს. ჯერ კიდევ არ იციან, რომ თხილს ისევე უნდა მოვლა, როგორც ვაზს, რადგან თხილი ინდუსტრიული კულტურა გახდა და მას მთელი რიგი აგროღონისძიებების გატარება სჭირდება. ჯორჯაძის ტქმით, ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ ადრე რომ ერთხელ შედიოდა თხილის ბაღში,დღეს ასე აღარ გამოვა. ჯორჯაძის ინფორმაციით, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპაში ბიომეურნეობის ხელშემწყობი და დაცვის საშუალებები არსებობს და ძვირი სულაც არ ჯდება.

 მსგავსი თემები: სად წავიდა ბიომეურნეობისთვის დაპირებული 100 მილიონი

რა აფერხებს ბიოპროდუქტების წარმოებას საქართველოში

ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system