თავში

რას ვერ გაუმკლავდა ეროვნული ბანკი

რას ვერ გაუმკლავდა ეროვნული ბანკი
რას ვერ გაუმკლავდა ეროვნული ბანკი

2019 წელი არ იყო მარტივი წელი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთელი რიგი მიმართულებებით თავი წარმატებით გაართვა 2019 წელს, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, ესაა ფასების სტაბილურობა და ლარის კურსი, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც ადრე ვამბობდი, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ როგორც დღეს ჩანს, ის არ უნდა უფასურდებოდეს ასე სწრაფად და არც ასე სწრაფად უნდა ხდებოდეს გამყარება. საქართველოს ეკონომიკაში ამის წინაპირობები არ არის“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტა არც ასე სწრაფად უნდა უფასურდებოდეს და არც ასე სწრაფად არ უნდა მყარდებოდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ 2019 წელი არ იყო მარტივი წელი და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთელი რიგი მიმართულებებით თავი წარმატებით გაართვა გასულ წელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system