თავში

რაში და რატომ იხარჯება ხალხის საპენსიო დანაზოგები

რაში და რატომ იხარჯება ხალხის საპენსიო დანაზოგები
რაში და რატომ იხარჯება ხალხის საპენსიო დანაზოგები

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება დაიწყო.

კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით, უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა.

როგორც სააგენტოში ამბობენ, თანხის ინვესტირება განხორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი 9 პროცენტის ნაცვლად 14,9 პროცენტს შეადგენს. საინვესტიციო პერიოდი კი, 5 წელია.

როგორც ცნობილია, საბანკო დეპოზიტი ყველაზე დაბალრისკიანი ფინანსური ინსტრუმენტია. ამასთან, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ საინვესტიციო საბჭო დამატებით განცხადებებს გააკეთებს“, – აღნიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ და დასძინა, რომ განხორციელებული ინვესტიცია (560 მლნ ლარი) საინვესტიციო ვადის ბოლოს თითქმის გაორმაგებდება, რაც საპენსიო სქემის ყველა მონაწილისთვის სარგებლის მომტანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system