თავში

რაში დაეხმარება კომპანიებს დღგ-ს მენეჯმენტის ევროპასთან ჰარმონიზება

რაში დაეხმარება კომპანიებს დღგ-ს მენეჯმენტის ევროპასთან ჰარმონიზება
რაში დაეხმარება კომპანიებს დღგ-ს მენეჯმენტის ევროპასთან ჰარმონიზება

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დღგ-ს რეფორმას განიხილავს. ამის შესახებ დღეს სხდომის დაწყების წინ პრემიერმა გახარიამ განაცხადა. პრემიერის შეფასებით, რეფორმის გატარების შემდეგ, დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში, რაც დაეხმარება ბიზნესს, ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა ევროკავშირთან ღრმა და ყოველისმომცველი ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმი.

"დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს გახლავთ დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზირება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონ-პროექტს წარმოგვიდგენს ფინანსთა სამინსიტრო და ამ კანონ-პროექტის ძირითადი მიზანი გახლავთ, დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში. ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწარაფად და ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები კომპანიებისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი რეჟიმი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან,"  - განაცხადა პრემიერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system