თავში

რაში დაეხმარება საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირთან პარტნიორობით

რაში დაეხმარება საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბან
რაში დაეხმარება საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირთან პარტნიორობით

მწვანე ეკონომიკა, ცირკულარული ეკონომიკა, მშენებლობის ნებართვის გაცემისას სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი სტანდარტები, წიაღისეულის მართვის პროცესში გარემოსდაცვითი საკითხები, - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებაში საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირთან პარტნიორობით დაეხმარება.

დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მასიეჟ ცურას და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს ალექსანდრე დარასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მწვანე ეკონომიკის განვითარება. განიხილეს თუ რა სტიმულირების მექანიზმები უნდა შეიქმნას, რათა ქვეყანაში განვითარდეს ცირკულარული ეკონომიკა და ხელი შეეწყოს ბიზნესს, რომ წარმოებაში გამოიყენონ საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.

„სტუმრებთან ასევე ვისაუბრეთ ქალაქებში გარემოსდაცვით ინტეგრაციაზე, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემისას სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტის თაობაზე. განვიხილეთ წიაღისეულის მართვის პროცესში გარემოსდაცვითი საკითხები. შეხვედრაზე გამოიკვეთა ის მიმართულებები, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირთან პარტნიორობით კომიტეტს დახმარებას გაუწევს, რომ განხორციელდეს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული კანონების მოთხოვნები," - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system