თავში

რაში დაიხარჯება StopCov ფონდის თანხა

რაში დაიხარჯება StopCov ფონდის თანხა
რაში დაიხარჯება StopCov ფონდის თანხა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როგორც კი საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება, stopcov ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა იქნება გამჭვირვალე.

მინისტრმა ფონდის ყველა შემომწირველს მადლობა გადაუხადა.

ჯერჯერობით ხდება თანხების აკუმულირება და ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება საჭიროებების აღიცხვა, თუ რომელ სფეროს და უწყებას რა კონკრეტული საჭიროებები გააჩნია. რა თქმა უნდა, როგორც კი საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ამ ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა იქნება გამჭვირვალე და ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში ამ დროისთვის 24,2 მლნ ლარია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system