თავში

რაში ეხმარება ფერმერს ნერგის სერტიფიცირება

რაში ეხმარება ფერმერს ნერგის სერტიფიცირება
რაში ეხმარება ფერმერს ნერგის სერტიფიცირება

საქართველოში სანერგე მეურნეობების ნაწილი ნერგის სერტიფიცირების პროცესში წარმატებით ჩაერთო და თვლის, რომ სერტიფიცირებულ მასალაზე გადასვლამ ხარისხის მხრივ მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა. 

თუმცა რეგიონებში მდებარე სანერგე მეურნეობების მფლობელების თქმით, ამ პროცესისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან. უმეტესობა არ მალავს, რომ სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და სიახლეს მოუმზადებელი ხვდება.

პროექტის პირველ ეტაპზე 81 სანერგე მეურნების და 21 პოტენციური მხარდამჭერი ინსტიტუციის კვლევა ჩატარდა, რომელმაც სექტორში არსებული მდგომარეობის იდენტიფიცირება მოახდინა. სანერგეების წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მთავარ გამოწვევად ლაბორატორიულ და ფიტოსანიტარულ სერვისებზე და სერტიფიცირებულ სარგავ მასალებზე დაბალი ხელმისაწვდომა დასახელდა.

თბილისის ერთ-ერთი სანერგე მეურნეობის დირექტორი მირიან მდივანი report.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ სერტიფიცირების პროცესი გაიარეს და სისტემატურად ახდენენ მიწის ანალიზს, რაც ფერმერს ნერგის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.

,,ლიცენზია მოვიპოვეთ და მიგვაჩნია, რომ ეს ეტაპი ყველა სანერგე მეურნეობამ უნდა გაიაროს. ყოველწლიურად გვიწევს დოკუმენტაციის შედგენა, სადაც სხვადასხვა მონაცემთან ერთად, ვუთითებთ რა პროდუქცია გამოგვყავს, როგორია მიწის ანალიზის შედეგი და სხვა, რთული არაფერია. როდესაც ადამიანი ნერგს ყიდულობს, სასურველი დაცულია იყოს, შეიძლება ითქვას, რომ ლიცენზია ხარისხი გარანტიაა", - ამბობს მირიან მდივანი.

თუმცა არიან მეწარმეები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას ითხოვენ. იმერეთში მდებარე თხილის სანერგე მეურნეობის მფლობელი დათო ავალიანი ამბობს, რომ სერტიფიცირების საკითხში ინფორმაციის დონეზეც არ არის გარკვეული.

,,ჩვენთვის სერტიფიცირების გავლა არავის მოუთხოვია, ჩვენამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა და  ჯერჯერობით არც ვართ ამ პროცესისთვის მზად. ბოლო წლების განმავლობაში ყურადღებას ვითხოვთ, რომ გრანტი დაგვიფინანსდეს.  ამ დროს 30 ჰა ფართობს ვფლობთ, საიდანაც 22 ჰა დამუშავებულია და 5 ათასი ნერგი, სამრეწველო ჯიშის თხილი გამოგვყავს. განვითარების მეტი პოტენციალია, მაგრამ ხელი გვეშლება. ამორტიზებული ტექნიკის გამოყენება გვიწევს - როგორც სათიბი, ასევე საწამლე აგრეგატი სტანდარტს ვერ პასუხობს. დამოუკიდებლად კი ამ პრობლემას ვერ ვაგვარებთ", - ამბობს სანერგე მეურნეობის მფლობელი.

აღსანიშნავია, რომ სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი მიმდინარე წელს დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ არეგულირებს, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system