თავში

რაში იხარჯება საქართველოსთვის განსაზღვრული ფული

რაში იხარჯება საქართველოსთვის განსაზღვრული ფული
რაში იხარჯება საქართველოსთვის განსაზღვრული ფული

პროფკავშირების პან-ევროპულმა რეგიონულმა საბჭომ (PERC) კოვიდ19-ის მორიგ სხდომის ერთ-ერთი საკითხი საქართველოსთვის ევროპის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილ გრანტს შეეხო, რომელიც საგანგებო ვითარებაში უმუშევრობის რისკების შემცირებისთვისაა გამიზნული. როგორც გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განმარტა, ჩვენი ქვეყნისთვის განსაზღვრული ტრანში 183 მილიონი ევრო სხვა ქვეყნებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას ბევრად აღემატება. მისი თქმით, ჯანდაცვა, უმუშევრების მხარდაჭერა და სხვა, დაახლოებით 5 პუნქტია, რა მიმართულებითაც მთავრობას ამ თანხის დახარჯვა მოუწევს. 

პეტრიაშვილის თქმით, გამოყოფილი რესურსი საქართველოს საჭიროებებზეა მორგებული და მისი განაწილების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი ნდობა დაიმსახურა.

,,შეიძლება, შრომით ბაზართან და ზოგადად, შრომის პირობებთან დაკავშირებით მთავრობა აკრიტიკო, რომ აგრძელებენ წინა ხელისუფლების მიდგომას ამ სექტორში, მაგრამ ტრანშესთან დაკავშირებით ვერ შეედავები. ფაქტია, რომ ფულადი რესურსი სწორად და გამჭვირვალედ იხარჯება.ამით აიხსნება ის, რომ  ჩვენი ტიპის ქვეყნებს 25-27 მილიონი ევროს ფარგლებში გამოეყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც არიან აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნები. ისეთ დიდ ქვეყანას, როგორიც უკრაინაა, ჩვენზე ნაკლები თანხა გამოეყოთ და ამ დროს უკრაინა მოსახლეობის სიდიდით 10-15-ჯერ აღემატება საქართველოს. ონლაინ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებსა და ადამიანების ყოველდღიურ გამოწვევებზე, რაც შემოსავლების კლების გამო შეექმნათ. ცხადია, მნიშვნელოვანია ასევე განათლება, რა მხრივაც გვექნება პრობლემა, მაგრამ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი არ იქნება მოგვარებული, ეფექტური ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ ვერ მოხერხდება", - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზეც და პოსტკრიზისულ პერიოდშიც მაქსიმალურად გვჭირდება იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ. მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მუდმივად დახმარების იმედად არ იყოს მოსახლეობა. 

,,ათასობით მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა სამსახურების შენარჩუნება, რა მხრივაც დანაკარგი გვექნება. ბუნებრივია, ბევრი დარჩება უმუშევარი და ამ ადამიანებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სასიცხოცლოდ მნიშვნელოვანია, რა მიმართულებითაც მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს", - განაცხადა პეტრიაშვილმა report.ge-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროფკავშირების პან-ევროპულმა საბჭომ (PERC), COVID 19–ის პანდემიის პირობებში, მორიგი სხდომა გამართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system