თავში

რაში თანადგომას სთხოვს პრემიერი გახარია ევროპას

რაში თანადგომას სთხოვს პრემიერი გახარია ევროპას
რაში თანადგომას სთხოვს პრემიერი გახარია ევროპას

"გზა დღეს გახლავთ ის რაშიც ჩვენ ალბათ, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი დახმარება გვჭირდება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ეს გახლავთ საგზაო კავშირგაბმულობის გაძლიერება, თუნდაც შავი ზღვის საშუალებით ევროკავშირის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რაც დაკავშირებულია საგზაო კავშირგაბმულობასთან.

„ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები, როგორც ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, ინსტიტუციური დაახლოების თვალსაზრისით ევროკავშირთან, ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით, ინსტიტუციური მშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ რთულია ოპერირება ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს მთლიანი სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირთან ურთიერთობის, მაგრამ არ გააჩნია სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან. ეს არის დამატებითი გამოწვევა, რომლის გადალახვაც ჩვენი ძირითადი ამოცანაა," - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის თქმით, პრობლემები საგზაო კავშირგაბმულობაში არის მიზეზი, რის გამოც ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ეკონომიკას უჭირს ჩვენი მიღწევების სამართლებრივი ჩარჩოს რეალურ შედეგებში კონვერტირება რიგითი ქართველი მოქალაქეების და თუნდაც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკას გააჩნია საკმაოდ კარგი სამართლებრივი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა და მსხვილ ეკონომიკებთან, თუმცა სათანადოდ ვერ ვიყენებთ.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, შემდგომ ჩინეთთან, ყველა ჩვენს მეზობელთან. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ინდოეთთან, ისრაელთან და ასე შემდეგ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ეკონომიკას უჭირს ამ კონკრეტული მიღწევების სამართლებრივი ჩარჩოს რეალურ შედეგებში კონვერტირება რიგითი ქართველი მოქალაქეების და თუნდაც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ეს ნათლად ჩანს, პირველ რიგში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან და უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენ აქ არ გვაქვს სერიოზული გარღვევები, განსაკუთრებით ბიზნესის, კერძო ინიციატივის, ეკონომიკისა და საშუალო ბიზნესის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აქ არის ისეთი პრობლემები, აბსოლუტურად ობიექტური, როგორიც არის სტანდარტიზაციის დონე, შესაბამისობა, კომპეტენციის დონე, ხარისხის კონტროლი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system