თავში

რატომ აღმოჩნდა იმპორტში ავტომობილები პირველ ადგილზე

რატომ აღმოჩნდა იმპორტში ავტომობილები პირველ ადგილზე
რატომ აღმოჩნდა იმპორტში ავტომობილები პირველ ადგილზე

ავტომობილების ექსპორტის კატასტროფული კლების საპისრისპიროდ, იმპორტში ამ სასაქონლო ჯგუფს მოწინავე პოზიცია უჭირავს. ,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მონაცემით, უმსხვილესი საიმპორტო საქონლის მთლიან წილში ავტომობილების იმპორტი პირველ ადგილზეა 9,0%-ით, შემდგომ ადგილს სპილენძის მადნები (6,8%-ით) იკავებენ, ხოლო მესამე პოზიციაზე  ნავთობი და ნავთობპროდუქტებია (6,5%) . 

იმპორტის გააქტიურების მიზეზად ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე მანქანების განბაჯებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეღავათს მიიჩნევს. მისი თქმით, რეალიზაცია მკვეთრად შემცირებულია, თუმცა ავტომობილების იმპორტი ეპიდემიის პერიოდშიც არ ჩერდება.

,,covid-19 სერიოზულ პრობლემას ქმნის, დაკეტილი საზღვრები გვაქვსვ , რაც  იწვევს რეექსპორტის შემცირებას, მაგრამ იმპორტი არ ჩერდება. არ მესმის, სად უნდა წავიდეს ეს მანქანები, როცა რეალზიაციის მხრივ უმძიმესი ვითარებაა. დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა მსოფლიოში, რამ ფაქტობრივად უცხოურ ბაზრებზე უფრო ძვირი ღირს მანქანები, ვიდრე საქართველოში. ხოლო აზერბაიჯანის მიმართულება ფაქტობრივად გაჩერდა. ჩვენი ინფორმაციით და დაკვირვებით, ავტომობილების ბიზნესში სრული უძრაობაა. სოციალური ფონი მძიმეა და ახლა ყველა იმას ფიქრობს, რომ პანდემია ნაკლები დანახარჯით გადაიტანოს. შესაბამსიად, ზალიან ცოტა მანქანა იყიდება. ეპიდემიური სიტუაცია თუ დალაგდება და საქართველო უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს შეინარჩუნებს, შეიძლება მდგომარეობა გამოსწორდეს. თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, წლის ბოლომდე ვითარება ვერ გაუმჯობესდება, იანვარ-თებერვალი ისედაც მძიმე პერიოდია ბაზრისთვის. პანდემიური სიტუაცია რომ გამოსწორდება, მინიმუმ, 1 წელი გვინდა, რომ ბიზნესი მეტ-ნაკლებად დალაგდეს", - აცხადებს report.ge-თან ელგუჯა ჯამაგიძე.

ცნობისთვის, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system