თავში

რატომ ანიჭებს უპირატესობას საქართველო აზერბაიჯანულ დენს

რატომ ანიჭებს უპირატესობას საქართველო აზერბაიჯანულ დენს
რატომ ანიჭებს უპირატესობას საქართველო აზერბაიჯანულ დენს

"რუსულ ელექტროენერგიას ფასით აზერბაიჯანიდან იმპორტირებული სჯობს და ესკოც აზერბაიჯანიდან იმპორტის განმახორციელებელ კომპანიათან თანამშრომლობს," - ამის შესახებ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი განმარტავს. ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, რომ ღია ეკონომიკის პირობებში, როგორც წესი, ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების ფასს არეგულირებს და ადგენს ბაზარი და ქვეყანამ ელექტროენერგია უნდა შემოიტანოს იმ ქვეყნიდან, საიდანაც უფრო იაფი დაუჯდება.

გვიდიანის განმარტებით, მიმდინარე ეტაპზეც და პერსპექტივაშიც, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფი იქნება, ვიდრე რუსეთიდან და საქართველოსთვის აზერბაიჯანული და თურქული იმპორტი კარგი შესაძლებლობაა ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის.

გვიდიანის განმარტებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, ზოგადად, შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან. მაგალითად, 2021 წლის იანვრის თვეში რუსული ელექტროენერგიის ფასი (იმპორტიორი „ინტერრაო საქართველო“) კილოვატზე შეგვიძლია ასე გამოვხატოთ - 4.1/4.1/7.8 -ანუ ღამით და უქმეებზე 4.1. ცენტი, ხოლო დღისით (14 საათის განმავლობაში) – 7.8 ცენტი. აზერბაიჯანიდან იმპორტიორის ფასები (იმპორტიორი „ელ გრინი“) კი შეადგენდა 3.9/3.9/5.4 ცენტს ანუ -ანუ ღამით და უქმეებზე 3.9 ცენტი, ხოლო დღისით (14 საათის განმავლობაში) – 5.4 ცენტი.

გვიდიანი ელექტროენერგიის ყიდვა- გაყიდვის პროცესის სრული გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ქართულ ბაზარს არ ჰყოფნის საკუთარი ენერგოგენერაცია და ქვეყანას საჭირო ენერგიის საშუალოდ 12-15%-ის იმპორტირება უხდება.

ცნობისთვის, 2015 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის იმპორტის ქართულ ბაზარზე მონოპოლისტ რუსეთს დაემატა აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იმპორტის შესაძლებლობაც, სტატიკური სურათი შეიცვალა და წლითი-წლობით ელექტროენერგიის იმპორტის სტრუქტურაში უკვე აზერბაიჯანი ლიდერობს. აზერბაიჯანულ დენზე იაფი რუსული დენი საქართველოს მხოლოდ იანვარში უჯდება, როცა რუსეთში ჯამურად ნახევარ თვეზე მეტი უქმე დღეა, ამიტომაც, ესკო (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) რუსული დენის იმპორტისთვის რუსულ კომპანიებთან აფორმებს შესყიდვის ხელშეკრულებას.

იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროებას ითხოვენ.

2020 წელს საქართველომ ყველაზე მეტი დენი აზერბაიჯანისგან იყიდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ს უტოლდება. კილოვატ საათი თურქული ელექტროენერგიის იმპორტში საქართველომ შარშან 3 ცენტი გადაიხადა. ამ ქვეყნიდან საქართველომ შარშან ჯამში 313,100,000 კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც ჯამში 13,564,140 აშშ დოლარი დაჯდა. შარშან საქართველომ რუსეთისგან ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3 ცენტად შეიძინა. ქვეყანამ გასულ წელს ჩრდილო მეზობლისგან ჯამში 570,600,000 კილოვატ საათი დენი იყიდა, რაშიც 14,553,200 დოლარი გადაიხადა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის იმპორტის წყროების დივერსიფიკაციაზე საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახლა საქართველო ბევრად უფრო ენერგოდამოუკიდებელია, ვიდრე 2012 წელს, როცა 90% ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და დენი საქართველოში “ინტერ რაოს” შემოჰქონდა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს "ქართული ოცნების" მთავრობამ შეცვალა და უკვე შარშან საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანი გახდა. საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტსა და აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს კურირებს, აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ეჭვები, თითქოს აზერბაიჯანიდან დენის იმპორტში კორუფციული სქემა მუშაობს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკური ძალები ააქტიურებენ კითხვებს, თითქოს ზერბაიჯანიდან დენის იმპორტი პოლიტიკურია და ფასიც მაღალია. მათივე მტკიცებით, “ელ გრინს” ეძლევა უფრო მაღალ ფასად ელექტროენერგიის შემოტანის შესაძლებლობა, რადგან სახელისუფლებო გუნდიდან ვიღაც წილშია და სწორედ ამიტომ გახდა ელექტროენერგიის იმპორტში დომინანტი აზერბაიჯანი. ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, ბიზნესმენ, უჩა მამაცაშვილთან, კავშირში მყოფი კომპანია შუამავალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას შორის, რაშიც მამაცაშვილის კომპანია წლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს. ამაზე განმარტებები ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, რამდენჯერმე მოუწია. მისი თქმით, აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა და იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირდება. მინისტრის მტკიცებით, დენის იმპორტში არცერთი მეზობელი ქვეყანა არ არის დომინანტი. ნათია თურნავამ ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის

საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system