თავში

რატომ არ არბილებს მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი

რატომ არ არბილებს მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი
რატომ არ არბილებს მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი

ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება შესაძლოა უფრო ხანგრძლივად გახდეს საჭირო, რაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული," - ასე ხსნის ეროვნული ბანკი (სებ) მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ განმარტებულია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის განმარტებით,  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ნოემბერში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვებისას გაითვალისწინა მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, პანდემიის ფონზე დამატებითი შეზღუდვებით გამოწვეული წარმოების ხარჯების ზრდა. კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში მიიღო ის გაურკვევლობა, რომელიც გახანგრძლივებულ პანდემიასთან და გლობალურად მოქმედ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული.

მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ დარჩა.(ნოემბერშიოქტომბერსა და სექტემბერში). რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 3 თებერვალს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system