თავში

რატომ არ არის პროფესიული განათლება პრესტიჟული საქართველოში

რატომ არ არის პროფესიული განათლება პრესტიჟული საქართველოში
რატომ არ არის პროფესიული განათლება პრესტიჟული საქართველოში

სახელმწიფოს მხრიდან არაერთი მხარდამჭერი ღონისძიების მ იუხედავად, პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი საქართველოში ჯერ ისევ დაბალია. როგორც სპეციალისტები report.ge-თან აღნიშნავენ, ამის ერთ-ერთი მიზეზი, საკითხის მიმართ მენტალური მიდგომაა, ქართველების სწრაფვა აკადემიური განათლებისკენ. ამ დროს, როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, შრომის ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლად შესაძლებელია, თუკი პროფესიული განათლების დონე გაიზრდება.

ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი პროფესიული სწავლების მიმართ, ინერგება ე.წ. დუალური სწავლების მოდელი და მეტი ყურადღება ექცევა სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას.

,,პროფესიული განათლების აგანვიტარებით ახალგაზრდებს დასაქმების მეტი შანსი გაუჩნდებათ, რაც თავის მხრივ შრომის ბაზარზეც დადებითად აისახება. მნიშვნელოვანია, რომ სისტემამ მოამზადოს ის კადრები, რომლებიც ბაზარზე დეფიციტურია. კარგია, რომ ინერგება ე.წ. დუალური სწავლების მოდელი და მეტი ყურადღება ექცევა სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. პროფესიული სასწავლებლების ნაწილი წარმატებით იყენებს დუალური სწავლების მიდგომას, როდესაც სტუდენტები, სწავლის პარალელურად, პრაქტიკას გადიან კერძო კომპანიებში, დიდია ამ მხრივ ბიზნესის როლი, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა კიდეც, თუმცა მეტია გასაკეთებელი. ხშირად ხდება, როცა შრომის ადგილს საქართველოს ბაზარზე ხშირად იკავებს უცხო ძალა იმის გამო, რომ ჩვენ დამსაქმებელს სპეციალისტებს ვერ ვთავაზობთ. ჩვენი მოქალაქეები კი უცხოეთში იაფ მუშახელად მიდიან, თუკი პროფესიული გადამზადების მიმართულებას გავაძლიერებთ, დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. შესაბამისად, მეტი დოვლათი შეიქმნება ეკონომიკაშიც", - ამბობს ავთო სილაგაძე report.ge-თან. 

პროფესიული კოლეჯ ,,სპექტრის" დირექტორი" მათე ტაკიძე აცხადებს, რომ შრომის ბაზრის ერთ-ერთი პრობლემა ააკადემიური განათლებისკენ სწრაფვაა, რის გამოც ადამიანები ხშირად არასწორ პროფესიულ არჩავენას აკეთებენ და კარიერულ წინსვლაში ხელი ეშლებათ. ამ მხრივ, როგორც მათე ტაკიძე აღნიშნავს, საყურადრეობა კოლეჯის შიდა კვლევა, რომლის საფუძველზეც ა,,სპექტრში" ჩარიცხულთა 46% სწორედ უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეა.

,,განათლების მიმართ არასწორი დამოკიდებულება არსებობს. შეიძლება დავაბრალოთ მენტალობას, ასევე იმას, რომ ქართველების სწრაფვა პროფესიული მიმართულებით ძალიან დაბალია. ნეგატიური ტენდენცია გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც ჩვენი კოლეჯის მაგალითზე ჩავატარეთ შიდა კვლევა, აღმოჩნდა, რომ 46%, ვინც გადის პროფესიულ გადამზადებას, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ ადამიანებმა საკმაოდ გვიან გააცნობიერეს, რომ სჭირდებათ პროფესიის შეცვლა დასაქმების მიზნით, ფინანსური ან სხვაა მოტივაციის გამო, რათა უფრო მდგრადი მომავალი ჰქონდეთ. რაც შეეხება სწავლებას, აღსანიშნავია ამ მხრივ  დუალური სისტემა, რომელიც გერმანული მეთოდია - საკმაოდ აპრობირებული სისტემა მსოფლიოში. ბიზნესის მხრიდან დაინტერესება მაღალია, არსებობს რამდენიმე, საკმაოდ ძლიერი ბიზნესი, რომლის წარმომადგენლებმაც გადაწყვიტეს გაკეთდეს პროფესიული განათლების ფონდი, რაც დაეხმარება ადამიანებს, განათლება მიიღონ, ეს არის სოფლის მეურნეობა, IT ტექნოლოგია, ტურიზმის მიმართულება, ინჟინერია და სხვა, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია", - ამბობს კოლეჯის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული განათლება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პროფესიული კოლეჯების რეგიონული სასწავლო ბაზების განვითარებას კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, რათა, ერთი მხრივ, პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე მხრივ, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით რაც შეიძლება მეტი კურსდამთავრებული დასაქმდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system