თავში

რატომ არ არის სწორი სოციალური გაზით ელექტროენერგიის წარმოების სუბსიდია

რატომ არ არის სწორი სოციალური გაზით ელექტროენერგიის წარმოების სუბსიდია
რატომ არ არის სწორი სოციალური გაზით ელექტროენერგიის წარმოების სუბსიდია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ უკვე განსვენებული, ზურაბ ჟვანიას, ძმამ, გოგლა ჟვანიამ, გამოთქვა მოსაზრება, რომ ელექტროენერგია საქართველოს შეუძლია აწარმოოს იმ გაზით, რასაც სამხრეთ კავკასიური მილსადენით ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ იღებს. ამით გოგოლა ჟვანია შეეცადა გაემყარებინა არგუმენტები მსხვილი ჰესებისა და ნამახვანიჰესის წინააღმდეგ. ამ მოსაზრებას აბსურდული უწოდებს ეკონომისტებმა. მათი მტკიცებით, სოციალური გაზით ელექტროენერგიის წარმოების სუბსიდირება არაგონივრულია, რადგან: 1. ბუნებრივი აირი, რომელსაც აზერბაიჯანული გაზის ტრანზიუტისთვის "უფასოდ" ვიღებთ, სინამდვილეში ტრანზიტის საფასურია, ანუ უფასო არ არაა, 2. ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებულ ბუნებრივ აირს ელექტროენერგიის საწარმოებლად თუ გამოიყებს, ქვეყანას ბუნებრივი აირი მაინც საყიდელი ექნება და ეს ზოგად სურათში არაფერს ცვლის, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავაც, ფიქრობს, რომ სოციალური გაზით ელექტროენერგიის წყაროების დასუბსიდირება უკუსვლაა, მით უმეტეს, მაშინ, როცა მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ანუ მრავალ ქვეყანაში უკვე აქტიურ პროცესშია „მე 4 ენერგეტიკულ გადასვლა“ (Energy transition), რომელიც, მირცხულავას განმარტებით, ნიშნავს თანდათანობით უარს წიაღისეულ საწვავზე.

 “ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მოძრაობა „არა ჰესების“ კიდევ ერთი მხარდამჭერის წერილი, რომელიც ქვეყანას, ქართულ ენერგეტიკას თავაზობს აზერბაიჯანული “უფასო" გაზის გამოყენებით, დამატებითი თბოსადგურების მშენებლობას ჯერ 800 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზით 4 მილიარდი კვტსთ ენერგიის მიღებას, შემდეგ თანდათანობით 1,5 მილიარდი მ3 გაზის დაწვას თბოსადგურებში და ქვეყნის მომავალი ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვას. მათი საბოლოო მიზანია ქვეყანაში „გიგანტური“, ალბათ საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის თემის „დასრულება“ და ქვეყნის გადასვლა თბოგენერაციაზე, რაც პრონციპულად არაგონივრული და გაუმართლებელია. ჯერ ერთი ეს გაზი უფასო არაა. ეს ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული გაზია და მაორეც: მართლა საოცარია, მთელი მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს: მრავალ ქვეყანაში უკვე აქტიურ პროცესშია „მე 4 ენერგეტიკულ გადასვლა“(Energy transition), რომელიც მარტივად ნიშნავს თანდათანობით უარს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას გვთავაზობენ თუ „გვაიძულებენ“. კიდევ ერთი რამ, რაც ამ იდეას უტოპიურს ხდის, ისაა, რომ ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, 2023 წლიდან, ევროკავშირს შემოაქვს იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუქციაზე ნახშირბადური გადასახადი (ნახშირბადური კვალი). ეს კი ნიშნავს: თუ პროდუქცია დამზადებული იქნება იმ ელექტროენერგის გამოყენებით,რომელიც გენერირებულია ნახშირის ან გაზის თბოსადგურზე, ამ პროდუქციაზე გადასახდელი იქნება ნახშირბადური გადასახადი. ამ მიზეზით, ქვეყნები ცდილოვებ განახლებადი ენერგიების წარმოების ზრდას," - ამბობს ენერგეტიკოსი და ხაზს უსვამს, რომ ნახშირბადური გადასახადის შემოღებით გლობალურ ბაზარზე ჩნდება ახალი რეალობა და თავისი ბუნებრივი პოტენციალური ენერგეტიკული რესურსებით, საქართველოს აქვს უდიდესი პერსპექტივა მდგრადი განვითრების პრინციპების გათვალისწინებით განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების შემთხვევაში მიაღწიოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.

დავით მირცხულავა ამტკიცებს, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (აზერბაიჯანი, თურქეთი,რუსეთი,სომხეთი), საქართველოში დამზადებულ, შექმნილ პროდუქციას ნახშირბადური კვალი ექნება გაცილებით ნაკლები, რადგან ზემოთ მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკა მეტადაა დამოკიდებული გაზის, ნახშირის გენერაციაზე. მირცხულავა ამბობს, რომ საქართველოს რეალურად გააჩნია აშკარა, დიდი სასტარტო უპირატესობა და დიდი შანსი მეზობლებთან შედარებით, მაქსიმალურად გამოიყენეოს ეს წინაპირობები, რადგან ქვეყნის გენერაციის თითქმის 80% მოდის სწორედ განახლებად ენერგიაზე, ჰიდროსადგურებზე და ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ქარის სადგურზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system