თავში

რატომ არ დაიწყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა

რატომ არ დაიწყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა
რატომ არ დაიწყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა

“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა დაგვეწყო, არ დაგვიწყია, რადგან არ გვაქვს დასტური და თანხმობა ეკონომიკის სამინისტროსგან; სამწუხაროდ, მოგვიწია დეტალების შეცვლა და შედეგად, მშენებლობა სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს ნაცვლად, 2020 წლის მარტში დაიწყება”, - ამის შესახებ Tav Georgia-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა. ცნობისთვის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესახებ საუბარი 2018 წლის აპრილში დაიწყო. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო.

თეა ზაქრაძის თქმით, ინვესტორი მთვარობის მხარდაჭერას ითხოვს.

“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები და განვითარება ჩვენი მიზეზებით არ გადადებულა; ჩვენ მზად ვართ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ და გავაფართოვოთ როგორც - მოფრენის, ასევე გაფრენის ტერმინალი. მიუხედავად ფინანსური ზარალისა, რომელიც აეროპორტებს რუსული ტურისტული ემბარგოს შედეგად მიადგა, რაც გულისხმობს, დაახლოებით, 25%-იან დანაკარგს და მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ტერმინალი ცარიელია, ხოლო კვირაში 140 რეისი გაუქმდა, მაინც, მზად ვართ ფული ჩავდოთ და ეს ბიზნესი განვავითაროთ”, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ტავ ჯორჯიას" ხარვეზების აღმოსაფხვრელად დრო მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system