თავში

რატომ არ ღირს ქართული სტაფილოს დაექსპორტება

რატომ არ ღირს ქართული სტაფილოს დაექსპორტება
რატომ არ ღირს ქართული სტაფილოს დაექსპორტება

საერთაშორისო აგრონომებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში სტაფილოს წარმოება სეზონურია და ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, იმპორტულ სტაფილო მოიხმარს. 

როგორც საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის, "პი-ემ-სის", კვლევაში ვკითხულობთ, ბოლო 4 წელიწადია, საქართველოში სტაფილოს წარმოება იკლებს და 2014 წელს თუ 4,9 ათასი ტონა იყო, 2017 წელს ქვეყანაში 4-ჯერ ნაკლები სტაფილო მოვიდა. 

სტაფილოს ექსპორტი ევროკავშირში თავისუფალია ყოველგვარი გადასახადისგან, თუ ის დააკმაყოფილებს სურსათის უვნებლობისა და საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს. თუმცა ქართული სტაფილო ფასით დღეს თითქმის უტოლდება ევროკავშირის ქვეყნების ფასებს და ამიტო, სპეციალისტების შეფასებით, ბაზარზე კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

როგორც საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი წერს, სტაფილოს ადგილობრივ წარმოებას აქვს უნიკალური შანსი, დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა.

"სტაფილო ისევე როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ძირითადად თურქეთიდან შემოდის საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სტაფილოს წარმოება შემცირებულია, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სტაფილოს წარმოებას საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე აქვს. სტაფილო შეესაბამება სამცხე-ჯავახეთის კლიმატურ-ნიადაგურ პირობებს და ამ რეგიონში სტაფილოს წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება და ცოდნაა დაგროვილი სხვა რეგიონებთან შედარებით. სტაფილო არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც საკმაოდ კარგად ინახება და არ არის მალფუჭებადი. იგი არის უხვმოსავლიანი და შედარებით ადვილად მოსაყვანი, ვინაიდან საკმაოდ რეზისტენტულია დაავადებების მიმართ და არ საჭიროებს ბევრ რწყვას. რესპოდენტების ნაწილმა აღნიშნა, რომ სტაფილოს მოყვანა საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიძლება და ასევე შესაძლებელია მოსავლის წელიწადში ორჯერ აღება, რაც ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა," - ნათქვამია "პი-ემ-სის" კვლევაში.

ცენტრის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში პამიდვრის ექსპორტი საქართველოდან საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის თითქმის 81% წილი უჭირავს რუსეთს, 2017 წელს ლატვიაში პირველად გავიდა ექსპორტზე 116 ტონა პამიდორი. კვლევამ აჩვენა, რომ პამიდორს კარგი პოტენციალი აქვს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად. ამისთვის აუცილებელია საშუალო მოსავლიანობის გაზრდა და პამიდვრის წარმოების თვით­ღირებულების შემცირება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system