თავში

რატომ არ იხსნება ზამთრის კურორტები

რატომ არ იხსნება ზამთრის კურორტები
რატომ არ იხსნება ზამთრის კურორტები

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ წელს ზამთრის სეზონი გაცდა, თუმცა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველკოს მსგავსად, ზამთრის სეზონი ყველა ქვეყანას ჩაუვარდა.

ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ თავის დროზე ზამთრის კურორტები რომ არ დახურულიყო, ინფექცია გავრცელდებოდა და ეკონომიკა და ბიზნესი მაინც დაზარალდებოდა.

„ვიცით, რომ არის დიდი პრეტენზია და მათ მართლაც უჭირთ. ეს სეზონი მათთვის პრაქტიკულად დაიკარგა და გაცდა. მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ რომ ამ ნაბიჯზე წავსულიყავით და თავის დროზე ზამთრის კურორტები არ დაგვეკეტა, იქ ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას მივიღებდით და მაინც მოგვიწევდა უფრო მკაცრი ზომების მიღება და შესაძლოა, იმ რეგიონების სრული გადაკეტვაც კი. ევროპული ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ, უმეტესწილად ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. წელს მთელს მსოფლიოში ჩავარდა ტურისტული სეზონი“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტებზე არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system