თავში

რატომ არ იზრდება სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში

რატომ არ იზრდება სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში
რატომ არ იზრდება სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში

საქართველოს ეკონომიკაში აგრარული წილი კრიტიკულად დაბალ დონეზეა.  2018 წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ფაქტობრივად არ განსხვავდება 2013 წლის იმავე მაჩვენებლისგან, რაც 8 პროცენტს შეადგენს. იმავე სტატისტიკით 2017 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იყო 737 ათასი ადამიანი, რაც ქვეყანის მასშტაბით დასაქმებულთა დაახლოებით 43 პროცენტს შეადგენს. ამ ადამიანების საშუალო თვიური პროდუქტიულობა მხოლოდ 344 ლარია, რაც 10-ჯერ ჩამორჩება სხვა სექტორში დასაქმებულების მაჩვენებლს.

,,ევროპული ქვეყნების მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი უფრო ნაკლებიც არის, მაგრამ სანაცვლოდ ტექნიკური შეიარაღების მაღალი დონეა და სექტორში დასაქმების რაოდენობაც შედარებით ნაკლებია", - ამბობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის შეფასებითაც, საქართველოს სოფლის მეურნეობაში აქვს საკმაოდ მაღალი პოტენციალი, რომ სერიოზული დოვლათი შეიქმნას და ეკონომიკა განვითარდეს.

,,საქართველოში სოფლის მეურნეობის წილი დაბალია, როცა დარგში დასაქმებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია ანუ საერთო დასაქმებულთა ნახევარზე მეტს შეადგენს. ეს არის პარადოქსული სიტუაცია წლების განმავლობაში, რომელიც ვერ შევამცირეთ. სტატისტიკა ნამდვილად არასახარბიელოა, ეს მოულოდნელიც იყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობამ სოფლად დიდი ინვესტიციები განხორციელა. თუმცა არ არის გასაკვირი, რადგან აგრარული პროდუქტის იმპორტი მატულობს, ხოლო ადგილობრივი წარმოების წახალისება არ ხდება. აქედან გამომდინარე, კონკურენციაც არ არის და ყველაფერი ეს მძიმე მდგომარეობას ქმნის. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორც აღვნიშნე, სოფლის მეურნეობის წილი არ არის დიდი, მაგრამ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარს სრულად აკმაყოფილებს და საექსპორტოდაც იყენებენ. ჩვენ მინიმალურ დონეზეც ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას, სხვა შინაარსობრივი მდგომარეობა გვაქვს", - ამბობს ავთო სილაგაძე. 

შეგახსენებთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და მისი რეალური ზრდის ტემპი ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია. მშპ-ს რეალური ზრდის გრძელვადიანი ტენდენცია ინვესტორებისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი სტრუქტურებისთვის, ანალიტიკოსებისთვის და ეკონომისტებისთვის ძირითად განსახილველ მაკროეკონომიკურ პარამეტრს წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system