თავში

რატომ არის საპენსიო სისტემა საქართველოში სავალდებულო

რატომ არის საპენსიო სისტემა საქართველოში სავალდებულო
რატომ არის საპენსიო სისტემა საქართველოში სავალდებულო

„ჩვენ გამოვიკვლიეთ და არცერთ ქვეყანაში საპენსიო რეფორმა ნებაყოფლობით არ მუშაობს და ყველგან არის ვალდებულების კომპონენტი“ - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა საუბრის დროს აქცენტი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც გააკეთა.

„კაპიტალის ბაზარი არ განვითარდა იმიტომ, რომ არ იყო საინვესტიციო კაპიტალის ბაზა. ახლა უპრეცედენტო საშუალება გვაქვს, რომ ქვეყანაში მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა გაჩნდეს. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო კანონები და რეგულაციები, მაგრამ თუ არ იქნებოდა საინვესტიციო კაპიტალი, კაპიტალის ბაზარი არ განვითარდება. ახლა გვაქვს შანსი, რომ ბაზრის განვითარება დაგვეწიოს. ჩვენ გვჭირდება ახალი ინსტრუმენტები და ვიცი, რომ ამის შესახებ გარკვეული კანონები მზადდება და რაც მალე მივიღებთ ამ კანონებს, კომპანიები მით უფრო სწრაფად დაიწყებენ საინტერესო ინსტრუმენტების გამოშვებას, რომელშიც ჩვენ შევძლებთ ეს თანხები განვათავსოთ. ხოლო თანხები რეალური ეკონომიკის დასაფინანსებლად შევა და არა ისევ კომერციულ ბანკებში“ - განაცხადა სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სქემას ოპოზიცია და ზოგადად რეფორმის მოწინააღმდეგეები ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ 40 წლამდე პირებისთვის ის სავალდებულოა და სქემის დატოვების შესაძლებლობას მათ რეფორმა არ აძლევს.

ცნობისთვის: 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანდა 911 897 მონაწილე. საპენსიო სქემაში გაწევრიანებული ადამიანებიდან, კერძო სექტორში დასაქმებული იყო 737 254, ხოლო საჯარო სექტორში - 211 842 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system