თავში

რატომ არის სარისკო რუსული გაზის იმპორტი საქართველოსთვის

რატომ არის სარისკო რუსული გაზის იმპორტი საქართველოსთვის
რატომ არის სარისკო რუსული გაზის იმპორტი საქართველოსთვის

,,გაზპრომთან" ხელშეკრულების გადახედვის საკითხს ოპოზიციის შემდეგ, ექსპერტულ წრეებშიც ეხმაურებიან.

ანალიტიკოსი და ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან დამოკიდებულება განსაკუთრებით საშიშია, რასაც მთავრობა, სავარაუდოდ, მაქსიმალურად გაითვალისწინებს.  სხვა საკითხია, რეალურად რამდენად მოხერხდება ,,გაზპრომთან" ხელშეკრულების გადახედვა, რადგან, როგორც ხუხაშვილი ვარაუდობს, საეჭვოა, მხარეებმა რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ.

,,გაზპრომთან" ხელშეკრულების გადახედვაზე საუბარი დრო და დრო არის და ეს თემა ახლაც წამოტივტივდა.  რა თქმა უნდა, გაზის ფასის შემცირება ცუდი არ იქნება, ეს გარკვეულწილად ტარიფებსაც უკავშირდება, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში რისკიც მაღალია. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, აზერბაიჯანი ნებისმიერ შემთხვევაში რჩება  საქართველოსთვის სანდო და ძლიერ პარტნიორად სავაჭრო ურთიერთობებში, მით უმეტეს, როცა საქმე ენერგომატარებლებს შეეხება", - განმარტავს ხუხაშვილი.

ერთადერთი, რა სიკეთესაც ,,გაზპრომთან" ხელშეკრულების გადახედვით შეიძლება ქვეყანამ მიაღწიოს, ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის შეფასებით, გაზის ფასია. ის, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია, არც ჭიჭინაძეს ავიწყდება და აღნიშნავს, რომ რისკი მაღალია, რაც რუსეთთან ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ურთიერთობისას მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული.

,,უკრაინა და რუსეთი დაუძინებელი მტრები არიან, მაგრამ უკრაინა გაზს მაინც ყიდულობს. ძალიან ძვირია საქართველოში გაზის ტარიფი და ბაზრის დივერსიფიცირება გაიაფებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუმცა საფრთხეც უნდა სათანადოდ შეფასდეს. რუსეთს ისედაც აქვს მთელი ენერგეტიკა ხელში ჩაგდებული და არაფერი დაშავდება, თუკი ძველი ხელშეკრულების პირობები გადაიხედება. ცხადია, აზერბაიჯანი გაზის სეგმენტში ჩვენი ძირითადი პარტნიორია. ასე დარჩება ბოლომდე, მაგრამ არც იმაში ვხედავ პრობლემას, რომ რუსეთიდანაც შევძლოთ გაზის ყიდვა", - ამბობს ენერგეტიკოსი. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის შემცირების მიზნით მოხდება. მინისტრის თქმით, გაზის ფასი 15%-ით უნდა შემცირდეს.

   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system