თავში

რატომ ჭიანურდება ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება

რატომ ჭიანურდება ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება
რატომ ჭიანურდება ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება

მეხორბლეთა ასოციაცია პარლამენტს ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ბიზნესგაერთიანებაში ამბობენ, რომ ეს რეგლამენტი წელიწადზე მეტია მზადაა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზებით დამტკიცება ჭიანურდება. ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ, პარლამენტს გაჭიანურების მიზეზის გასარკვევად კითხვით 2-ჯერ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არის კანონი, რომლის დამტკიცების შემდეგ ქვეყანაში გაკონტროლდება როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების ხორბლის ხარისხი. ბიზნესგაერთიანებაში Report.ges - ს განუმარტეს, რომ მსგავსი პრაქტიკა თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს და მისი ამოქმედება არსებული სტატისტიკის დაზუსტებასაც შეუწყობს ხელს. ზუსტი სტატისტიკა კი ხორბლის შესყიდვებისა და ფქვილის მარაგების შევსებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

ცნობისთვის, ხორბალი და ფქვილი პირველადი მოთხოვნის პროდუქტია, რომლის მარაგის არსებობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"მას შემდეგ რაც ამ კანონპროექტზე ვიმუშავეთ და შევიტანეთ ცირკულარში, მალევე ველოდით ამ რეგლამენტის დამტკიცებას, თუმცა არც მიზეზს გვიხსნიან და არც ვადას გვეუბნებიან, როდის განიხილავს საკითხს პარლამენტი. აგრარულ საკითხთა კომიტეტში მითხრეს, რომ ხორბლის რეგლამენტზე მსჯელობა დღის წესრიგშია ჩასმული და წლის ბოლომდე განიხილება, თუმცა ასეთი პასუხი ჩვენ გვქონდა შარშანაც და ამ დრომდე არ განუხილავთ საკითხი. ქვეყანაში უკვე მოქმედებს ხორცისა და სპირტის ტექნიკური რეგლამენტები. ახლა იღებენ სათამაშოებზე ტექნიკურ რეგლამენტს. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ტექნიკური რეგლამენტები არ ზღუდავენ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს და ეს გვაჩვენა პრაქტიკამაც. რეგლამენტების ამოქმედებამ არათუ ნეგატიური გავლენა მოახდინა ხორცისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, არამედ იგი ამ სფეროს ერთგვარი სტიმულიც კი გახდა. ჩვენს შემთხვევაში კვლავ კითხვის ნიშანია. არადა, ეს სჭირდება ხორბლისა და ფქვილის ბიზნესს, - აცხადებს "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" პრეზიდენტი ლევან სილაგავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system