თავში

რატომ დატოვა პოსტი ირაკლი ლექვინაძემ

რატომ დატოვა პოსტი ირაკლი ლექვინაძემ
რატომ დატოვა პოსტი ირაკლი ლექვინაძემ

ყოფილი ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ Facebook-ის პირად გვერდზე თანამდებობის დატოვების მიზეზები განმარტა. ყოფილი ბიზნესომბუდსმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ რომ დასრულდა ჩემი 22-თვიანი მოღვაწეობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლბისთვის და მხარდაჭერისთვის;
მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის;
მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის.
მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!
მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!
პ.ს. აქვე გეტყვით რომ 22-თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300-ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68%-ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.
პ.ს. მინდა აქვე განვაცხადო რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება“, - წერს ლექვინაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system