თავში

რატომ ძვირდება დოლარი

რატომ ძვირდება დოლარი
რატომ ძვირდება დოლარი

მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში, გლობალური ბაზრის კაპიტალიზაცია $27 ტრილიონით შემცირდა და ეს ყველაფერი, მოხდა იმიტომ რომ, პანიკაში ჩავარდნილი ინვესტორები საკუთარ აქციებს ყიდიან და ნაღდ ფულს იმარაგებენ. ამერიკის ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო ინვესტორებმა $137 მილიარდის ქონება გადაიყვანეს ნაღდ ფულში, რაც აბსოლუტური რეკორდია. ამერიკული ვალუტა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დეფიციტშია, ამიტომ ინვესტორების ასეთმა ქცევამ კიდევ უფრო დეფიციტური გახადა ამერიკული დოლარი და შესაბამისად, მისმა ფასმა მკვეთრად აიწია.

დოლარის ინდექსმა 10 მარტიდან 5.3%-ით აიწია. ასეთ სიმაღლეებს აშშ-ს ვალუტამ იმ აჟიოტაჟის ფონზე მიაღწია რაც სავაჭრო ბირჟებზე ხდებოდა.  ორშაბათს საფონდო ინდექსების ფასი 12-13%ით შემცირდა, რაც ყველაზე მასშტაბური ვარდნაა 1987 წლის "შავი ორშაბათის" შემდეგ. ინვესტორების განწყობაზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადემაბაც იმოქმედა, რომლის თქმითაც ეკონომიკური რეცესია მოსალოდნელი იყო. 
უმსხვილესმა ბანკებმა "გოლდენ საქსმა" და "მორგან სტენლიმ" გლობალური რეცესიის შესახებ შეგვატყობინეს. . "მორგან სტენლის" გუნდი ვარაუდობს რომ, გლობალური ეკონომიკის ზრდა წელს 0,9%-ით შემცირდება, ხოლო მათი კოლეგები "გოლდენ საქსიდან" უფრო პესიმიტური განწყობით არიან და ვარაუდობენ რომ ეს ციფრი 1.25% იქნება. 

გლობალური ბაზრის კაპიტალიზაცია $27 ტრილიონით შემცირდა რაც თითქმის მთლიანი კაპიტალიზაციის მესამედია.

წყარო: Bloomberg, Euronews, Reuters

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system